20 იანვარი, 2015
7 დაავადების მკურნალობა წყალბადის ზეჟანგით სახლის პირობებში
1) ოსტეოქონდროზი

ამ დაავადებით გამოწვეულ ტკივილს მოგიხსნით 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული დოლბანდი. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი გაგივლით.

2) ჰაიმორიტი

მკურნალობისთვის 1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 15 წვეთი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 5-5 წვეთი დღეში 3-ჯერ. ცხვირიდან გამოყოფილი ლორწო გულმოდგინედ მოიხოცეთ.

3) ყურის ტკივილი

1 ს.კ. წყალში გახსენით 3% წყალბადის ზეჟანგის 10-15 წვეთი. დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში.

4) ანგინა

¼ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ.
3% წყალბადის ზეჟანგი. ამ ხსნარით გამოივლეთ ყელი დღეში 4-5-ჯერ.

5) ღრძილების ანთება, სისხლდენა ღრძილებიდან

3 გ სოდას დააწვეთეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 20 წვეთი 3% წყალბადის ზეჟანგი. მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ. პროცედურის შემდეგ პირი არ გამოივლოთ 10-15 წუთის განმავლობაში.

6) გაციება

50 მლ 3% წყალბადის ზეჟანგს დაამატეთ 50 მლ თბილი წყალი. დაასველეთ ხსნარში დოლბანდი, ოდნავ გაწურეთ და დაიზილეთ გულმკერდი და იღლიები. რეცეპტი არაერთხელ არის შემოწმებული.

7) რადიკულიტი

ძილის წინ დაასველეთ დოლბანდი 3% წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ. უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მაია
თუ შეიძლება მისი დალევა და დოზა რა რაოდენობით
15:14 / 19-02-2018
გამოხმაურება / 1 /
დიახ
10წვ 100მლ ზე
18:19 / 07-12-2020
ნინო
დედა ღებულობს მარეგულირებელს წნევის შეიძლება წყალბადის ზეჟანგის მიღება ერთდროულად ასაკი 87 წელი
11:03 / 07-05-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინა
დიაბეტის დროს თუ შეიძლება დალევა
20:09 / 05-05-2017
გამოხმაურება / 1 /
დიახ
აკი დაწერეს დიაბეტს კურნავსო, დაგუგლე მაინც დაფნის ფოტოლი დაღეჭე და არარ გექნება
18:18 / 07-12-2020
ია
ხომ არ იცით,დიაბეტის დრის აქვს თუ არა ეფექტი
10:02 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე ყოველ დილით უზმოზე ვსვავ წყალბადის ზეჯანგს 5-7 წვეთს ერთ სუფრის კოვზ წყალში გახსნილს, დზაან კარგია
18:47 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS