14 იანვარი, 2015
თუთიის მალამოს უნიკალური თვისებები, რომელის საშუალებითაც უამრავ პრობლემას მოაგვარებთ
არსებობს თუთიის მალამო და არსებობს სალიცილ-თუთიის მალამო. უკანასკნელი კარგად აშრობს გამონაყარს და რეკომენდებულია მხოლოდ პრობლემური კანისთვის, თუთიის მალამო კი ცხიმიანია და შესანიშნავად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, დახეთქილი ტუჩებისა და ხელებისთვის.

თუთიის მალამოს გააჩნია ანთებითსაწინააღმდეგო, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები. კანის გაწმენდის შემდეგ, ნებისმიერი ანთების და ფერიმჭამელების დროს წაისვით კანზე თუთიის მალამო.

გამონაყარის გაჩენისას წაისვით ძილის წინ ცინკის მალამო, დილით - მისი კვალიც კი აღარ იქნება! ამის გარდა ის ეფექტურია
ნაღრძობების, დალურჯებების და კოღოს ნაკბენის დროს.

თუთიის მალამო ასწორებს ნაოჭებს, ათეთრებს კანს და აშორებს გაღიზიანებას. ცინკის პასტისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს.

დეპილაციის და გაპარსვის შემდეგ 3-4 საათით წაისვით თუთიის მალამო. ჩვეულებისამებრ ერთი გამოყენებაც საკმარისია, რომ დაივიწყოთ უსიამოვნება შემდეგ პროცედურამდე.

თუ პედიკურის გაკეთების შემდეგ გინდათ დიდხანს შეინარჩუნოთ ეფექტი, უბრალოდ პერიოდულად წაისვით ტერფებსა და ქუსლებზე თუთიის მალამო.

ეს მეთოდი შემოწმებულია.

გაფრთხილება:
არ დაუშვათ თუთიის მალამოს თვალებში მოხვედრა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მარიამი
როგორ უნდა გამოვიყენოთ , მხოლოდ იმ ადგილას უნდა წაისვა სადაც გამონაყარია??
21:21 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ბავშვს თუ შეიძლება ვახმარო კოღოს მაკბენის დროს
23:46 / 18-07-2020
გამოხმაურება / 1 /
მარი
მეც მაიტერესებს 11წლის ბავშვზე მაქვს ლაპარაკი...
23:40 / 07-09-2020
მარი
მაინტერესებს თუ შეილება რო ჩვეულებრივ სახის კრემში გავურიო და ისე ვიხმარო ეს მაზი?
00:10 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნია
მე სახეზე გამონაყარის დროს ვიყენებ.იმ დღესვე შედეგს იგრძნობთ.არანაირი თმა არ ამოყავს.
23:02 / 23-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
ცინკი ,რესულია , თუთია ქართული.ერთი და იგივეა
09:04 / 12-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS