05 იანვარი, 2015
კალანხოე - შეუცვლელი აფთიაქი თქვენი ფანჯრის რაფაზე - კურნავს უამრავ დაავადებას
1. თვალის ანთებითი დაავადებები (კონიუკტივიტი, ბლეფარიტი), სტომატიტი, ღრძილების ანთება.

კალანხოეს რამდენიმე ფოთოლი გარეცხეთ და მოათავსეთ 5-7 დღით მაცივარში, შემდეგ დააქუცმაცეთ, გაწურეთ და წვენი გაფილტრეთ. დაამატეთ გრილი ანადუღარი წყალი თანაშეფარდებით 1:1, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ ქუთუთოებზე 10-15 წუთით 4-5-ჯერ დღეში. სტომატიტის და ღრძილების ანთების დროს დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები ხსნარით. კალანხოეს წვენი შეინახეთ არა უმეტეს 10 გრადუსის ტემპერატურაზე.

2. მალამო კანის დაავადებების სამკურნალოდ (ეგზემა, დერმატიტები).

ა) ფინჯნის შიდა ზედაპირი გაწმინდეთ არყით ან სპირტით და მოათავსეთ 30 მლ კალანხოეს
წვენი. დაამატეთ 50 გ უწყლო ლანოლინი და შემდეგ თანდათან დაამატეთ 50 გ ვაზელინი. ლანოლინი და ვაზელინი იყიდება აფთიაქში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში თხელი ფენით 2-3-ჯერ დღეში. მალამო შეინახეთ მაცივარში.

ბ) ახლადგაწურულ კალანხოეს წვენს დაამატეთ ზეითუნის ზეთი ან ერბო თანაშეფარდებით 1:2, კარგად აურიეთ და ჭურჭელი ჩადგით 30 წუთით ცხელ წყალში. მალამო გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ. მალამო შეინახეთ მაცივარში.

3. წვეთები მწვავე ჰაიმორიტის დროს.

1-1 ს.კ. კალანხოეს და ალოეს წვენს დაამატეთ 1 ჩ.კ. ხახვის წვენი და აურიეთ ერთმანეთში. ჩაიწვეთეთ 4-5 წვეთი ჯერ მარცხენა ნესტოში, ამასთანავე დახარეთ თავი მარცხნივ და 30 წუთი იწექით ამ მდგომარეობაში, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა მხარეს. პროცედურის შემდეგ დაითბეთ ჰაიმორის წიაღი ბოთლით, რომელშიც ჩასხმულია თბილი წყალი და შეწექით ლოგინში.

4. ჩირქოვანი ჭრილობების და ნებისმიერი დაჩირქებების დროს

გამოიყენეთ ახლადგაწურული კალანხოეს წვენის საფენები, ხოლო ღია ჭრილობების დროს კალანხოეს მალამო, რათა აიცილოთ თავიდან წვა.

5. დამწვრობის დროს

1 კვერცხის ცილა აურიეთ 20 მლ კალანხოეს წვენში და წაისვით დაზიანებულ კანზე.

6. ნაყენი ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ
.

2 ს.კ. წვრილად დაქუცმაცებულ კალანხოეს ფურცლებს დაასხით 0,5 ლ არაყი და დააყენეთ 10 დღის განმავლობაში (ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ბოთლი). ნაყენი შეიზილეთ დღეში ერთხელ პრობლემურ ადგილებში ქვემოდან ზევით. როცა ნაყენი დაგიმთავრდებათ, შეგიძლიათ გაიმეოროთ მკურნალობის კურსი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ბეჭდვა