04 იანვარი, 2015
მაიკლ მოსლის პოპულარული დიეტა 5:2-ზე – მინუს 10 კილოგრამი
მიზანი: წონის დაკლება, დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება მიზანი: წონის დაკლება, დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება.

მიდგომა: განტვირთვის დღეების იდეა თავისთავად არ არის ახალი. მაგრამ ბო-ლო დროს ყველაზე მოდური გახდა განმტვირთავი დიეტების უფრო მსუბუქი ვარიანტები - 8-24-საათიანი განტვირთვა. ყველაზე პოპულარული ვარიანტი, მათ შორის ცნობილ ადამიანებს შორისაც, არის დიეტა „5:2“, რომელიც ინგლი-სელმა ექიმმა და სამეცნიერო ჟურნალისტმა მაიკლ მოსლიმ მოიფიქრა და კვი-რის განმავლობაში 2-დღიან განტვირთვას გულისხმობს. ამ დიეტით თვეში 10 კილოგრამს დაიკლებთ.

ძირითადი
პრინციპი:
განმტვირთავი დიეტების შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ევოლუციურად ჩვენი ორგანიზმი პერიოდული შიმშილობისთვის არის „განწირული“ (ისტორიულადაც ხომ დიდ ნადიმებს ენაცვლებოდა საკვებზე ხან-გრძლივად უარის თქმა, რომელიც ძნელად მოიპოვებოდა), ხოლო პროდუქტების სიჭარბე და ადვილი მისაწვდომობა იწვევს ცხიმების დაგროვებას და დაა-ვადებების განვითარებას. გასაღები წონის მარტივად დაკლებისკენ და ყველა დიეტის უცილობელი პირობაა რეგულარული განტვირთვა, რომლებიც დიეტის მიხედვით რამდენიმე საათიდან დღეებამდე გრძელდება.

შეიძლება:
ხორცი, თევზი, ფრინველი, თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერ-ცხი და სხვა დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტები. ეს ყველა პროდუქტი შეუზღუდავია. იკვებეთ ჩვეულებრისამებრ, მაგრამ ეცადეთ, გუშინდელი განტვირ-თვის სპეციალურად კომპენსირება მოახდინოთ, აქცენტი გააკეთეთ ცხიმიან და კალორიულ საკვებს.

„შიმშილობის“ პერიოდში მოგიწევთ საკვებზე უარის თქმა ან მოკრძალებული წახემსებით შეზღუდვა.

პლუსები
: კვების მოქნილი სისტემა, არ არის საჭირო რაციონის ცვლა, კალო-რიების გამუდმებული თვლა და იმაზე ფიქრი, თუ რამდენს მიირთმევთ. დროებითი, ოღონდაც არა მუდმივი შეზღუდვების იდეა ფსიქოლოგიურად ძალიან კომფორტულია. წონა თანდათანობით იკარგება და, რაც მთავარია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

წესად აქციეთ:
თუ უარს იტყვით ხშირ წახემსებებზე ან მათ თუნდაც მაქსიმალურად სასარგებლოდ აქცევთ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლია
ვერაფერი გავიგე
09:50 / 17-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS