30 დეკემბერი, 2014
როგორ დაიკლო მაკა ზამბახიძის მეუღლემ 3 თვეში 13 კილოგრამი – სპეციალური პროგრამა ვახო ჭუმბურიძისგან
სურვილი სულ მქონდა, მაგრამ დაწყება მიჭირდა მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლემ, ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში 2014 წლის დასაწყისში და წლის ბოლოს გადაღებული ფოტოკოლაჟი დადო, სადაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო დროს რამდენიმე კილოთი ნაკლებს იწონის. ''მთავარია, მონდომება და ყველაფერი გამოვა'' - ეს ვახოს სლოგანია, რომელიც ფოტოს დაურთო. ''ჰო, ისე, მარჯვნივ მე ვარ, იმას არ ვიცნობ'' - წერს ვახო. დავინტერესდით, როგორ მოახერხა სასურველ ფორმაში ჩადგომა და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ვახო, როგორ მოახერხე წონაში დაკლება?
- სამი თვეა ვვარჯიშობ
ყოველდღე გამაჯანსაღებელ ცენტრში დავდივარDდა სწორად ვიკვებები, მაგრამMდიეტაზე არ ვარ.
- სწორ კვებაში რა იგულისხმება?
- არ ვჭამ ცომეულს, ცხიმიანს და ვცდილობ, ნატურალური პროდუქტები მივიღო. ხილი, რძის პროდუტები და მოხარშული. ხანდახან შემწვარსაც ვჭამ. გაზიანი სასმელი არ დამილევია 4 თვეა. მხოლოდ წყალს ვსვამ დღეში მინიმუმ 3 ლიტრს.
- რამდენი კილო დაიკელი?
- 12- 13 კილო მაქვს დაკლებული. 6 საათზე ვდგები და დილის 7 საათზე ვვარჯიშობ.
- დღეში რამდენ საათს უთმობ ვარჯიშს?
- მინიმუმ 2 საათი ვვარჯიშობ.
- ჯანსაღი ცხოვრების დაწყების სურვილი რამ გაგიჩინა?
- სურვილი სულ მქონდა, მაგრამ დაწყება მიჭირდა.
- ბევრი გქონდა მომატებული ბოლო დროს?
- საგანგაშო წონა არასოდეს მქონია, მაგრამ ფორმაში ბოლო წლებში არ ვიყავი.
- მაკა აიყოლიე და შენთან ერთად ვარჯიშობს და სწორად იკვებება?
- მაკა წყლის აერობიკითაა დაკავებული, მე უფრო მძიმე გზა ავირჩიე.
- გირებით და შტანგებით ვარჯიშობ?
- კი და დავრბივარ კიდეც.
- როგორ ფიქრობ, საახალწლოდ დაარღვევ ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმს?
- 2-3 დღე სავარაუდოდ კი, თორემ მეგობრებს უკვე საბოლოდ დავკარგავ.
- როგორც ვხვდები, დალევაზე და ქეიფზე უარის თქმა გიწევს.
- კი, მაგრამ სიტუაციებს არ ვაკლდები ხოლმე მაინც.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული, რაზეც უარის თქმა მოგიწია?
- არაფერზე, პირიქით ძალიან მომწონს სწორი ცხოვრების რეჯიმით რომ ვცხოვრობ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მოხეტიალე
მე პირადად 30 კილოგრამი დავიკელი ივნისიდან დღემდე, თან მამაკაცი ვარ და არც ერთ საქეიფო სიტუაციაში თავი არ შემიზღუდავს, ნათესავი მყავს, რომელმაც იგივე დიეტით 9 თვეში 45 კილოგრამი დაიკლო, ასე რომ 13 და 20 კილოგრამის დაკლება რეკორდი ნამდვილად არაა მაგ სფეროში
14:14 / 31-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS