26 დეკემბერი, 2014
რძის 5 უნიკალური საიდუმლო ჯანმრთელობისთვის – რომელი რძე უნდა დავლიოთ
რძესა და რძის პროდუქტებს ყველა ვიღებთ - დიდი თუ პატარა, მაგრამ ბევრმა ნამდვილად არ იცის, რით გამოიხატება მათი სიკარგე. ამ და სხვა არანაკლებ საინტერესოდა აუცილებელ პროდუქტებზე შვედი ექსპერტი და დიეტოლოგი, რობერგი საუბრობს.

კვებითი ღირებულება
კვების თვალსაზრისით რძე უნიკალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს არამხოლოდ აუცილებელ ვიტამინებს, არამედ რამდენიმე ისეთ მინერალსაც, რომლებიც ძვლებს ამაგრებს და აძლიერებს. რძეში ენერგიის წყარო არის პროტეინი, ნახშირბადის ჰიდრატი და ცხიმი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის
და ეფექტური გზით უზრუნველყოფს დღიური ნორმის მიღებას არამარტო მოზრდილებსა და მოზარდებში, არამედ ბავშვებშიც.

როგორ რძეს ვანიჭებთ უპირატესობას

ადამიანთა დიდი უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს სოფლის რძეს. როგორც ჩანს, სოფლის რძისადმი ასეთი დამოკიდებულება ძირითადად მოდის იქიდან, რომ წლების განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანებისაგან ვყიდულობთ მას, რომლებსაც ვენდობით. რადგან სოფლის რძეს ვყიდულობთ, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს მისი ავკარგიანობის შესახებ.

ძირითადად ცნობილია, რომ რძე შეიცავს კალციუმსა და ცილას, თუმცა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებითაც არის სავსე. ესენია: B12, D ვიტამინი, ბ ვიტამინი, რიბოფლავინი, თუთია, კალიუმი, ვიტამინი B6, თიამინი, სელენი, მაგნეზია. ყოველდღიურად 2 ჭიქა რძეს თუ დავლევთ, ჩვენი ორგანიზმი თითქმის ყველა ამ საჭირო ნივთიერებას მიიღებს.

1. გვიცავს ინფექციებისაგან და სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.

2. რძე შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას, რაც ენერგიას ადამიანს მატებს და ძალზე საჭიროა ბავშვებისათვის.

3. სასარგებლოა ძვლებისათვის. თუ ბავშვი პატარაობიდან იღებს საჭირო რაოდენობით რძეს, მაშინ მას ნამდვილად ექნება მაგარი ძვლები და სიბერეში მოტეხილობებიც ნაკლებად დაემუქრება.

4. რძე ჯანსაღი კბილების საწინდარია. რძეში არსებული ცილა კასეინი კბილებს კარიესისაგან იცავს.

5. რატომ არის უკეთესი პასტერიზებული რძე - პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთა და უფრო უკეთესად დამუშავებული და შეფუთული პროდუქტია. მეორე - გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისაგან. საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, მასთან ბრძოლისას პრეროგატივა ენიჭება პასტერიზებულ რძეს. ეს ეხება არამარტო ტუბერკულოზს, არამედ სალმონელოზს და სხვა დაავადებებს, რომელთა გამომწვევი ძროხაა.

რამდენჯერ არის საჭირო რძის ადუღება

ერთხელ ადუღების შემთხვევაში რძე კარგავს ბ ვიტამინს და რიბოფლავინს. ადუღებული რძე უფრო იოლი ასათვისებელი ხდება ორგანიზმისათვის. ბუნებრივია, რომ რამდენჯერმე წამოდუღებული რძე ნელ-ნელა კარგავს თავის თვისებას

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS