24 დეკემბერი, 2014
ქაცვის ზეთის სასწაულმოქმედი ძალა - ხვრინვის მკურნალობა სახლის პირობებში
ქაცვის ზეთის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ. სწორედ მათი გამოგონებაა ამ შესანიშნავი საშუალებით წყლულების და ხვრინვის დამარცხება. ამგვარად, ხვრინვის დროს საჭიროა დაძინებამდე 2 საათით ადრე ყოველ ნესტოში 2-2 წვეთი ქაცვის ზეთი ჩაიწვეთოთ.

1. ხვრინვის ინტენსიურობის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება, თუ ძილის წინ 40 წამის განმავლობაში გამოივლებთ პირის ღრუში ზეითუნის ზეთს.

2. ძილის წინ დალიეთ ¼ ჭიქა კომბოსტოს წვენი, რომელშიც დამატებულია 1 ჩ.კ. თაფლი.

3. ყოველდღიურად თქვენს რაციონში ჩართეთ შებრაწული სტაფილო, რომელიც დაგეხმარებათ კუნთების ტონუსის ყოფნაში.

ხვრინვის
საწინააღმდეგო საღამოს ვარჯიში.

• ენა წინ გამოწიეთ და გეჭიროთ ასეთ მდგომარეობაში 5 წამი. ვარჯიში გაიმეორეთ 30-ჯერ.

• ხელით დააწექით ნიკაპს და ძლიერად ამოძრავეთ ქვედა ყბა წინ - უკან. ვარჯიში გაიმეორეთ 30-ჯერ.

• ხელი მიიჭირეთ მარჯვენა ნესტოზე და რაც შეიძლება ნელა შეისუნთქეთ ჰაერი მარცხენა ნესტოთი. შემდეგ პირიქით გააკეთეთ . ვარჯიში გაიმეორეთ 10 წუთის განმავლობაში.

ადამიანების 80 %-ს, ვისაც აწუხებს ხვრინვა, აქვთ სერიოზული პრობლემები ზედმეტ წონასთან. ამიტომ დიეტა, აქტიური ცხოვრების წესი და სხვადასხვანაირი მცენარეული ჩაი ასევე დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
კარგია
20:49 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS