22 დეკემბერი, 2014
სანელებლები სილამაზის სამსახურში
კურკუმას ყვითელი შეფერილობა აქვს, ამიტომ ნიღაბი გულმოდგინედ ჩამოიბანეთ
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დიასახლისებს საზრუნავიც ემატებათ. ხშირად საკუთარი თავისთვის ბოლო წუთამდე ვერ იცლიან. ასეთ შემთხვევაში სწორედ სადღესასწაულო კერძებისთვის მომარაგებული სანელებლები დაგეხმარებათ.

კურკუმა

კურკუმა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიბაქტერიული და ანთებსაწინააღმდეგო საშუალებაა.
ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად კარგი იქნება, თუ ერთ ჭიქა ცხელ რძეს ერთ ჩაის კოვზ კურკუმას დაუმატებთ და დღის განმავლობაში მიიღებთ.

კურკუმის ნიღაბი სახისთვის

კურკუმის ფხვნილი და თაფლი შეურიეთ პროპორციით 1:1, მიღებული მასა წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩ
ამოიბანეთ. ამ ნიღბის გამოყენება არ შეიძლება, თუ თაფლზე ალერგია გაქვთ.

კურკუმის სკრაბი

ყავის ნალექს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მწიკვი მარილი, დარიჩინი და კურკუმა. მიღებული მასა წაისვით სახეზე მასაჟისებური მოძრაობებით და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი აშორებს მკვდარ უჯრედებს და ღრმად წმენდს კანს.
გაითვალისწინეთ, კურკუმას ყვითელი შეფერილობა აქვს, ამიტომ ნიღაბი გულმოდგინედ ჩამოიბანეთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS