21 დეკემბერი, 2014
კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო- ალოეს კრემი რომელიც ძველ ეგვიპტეში შეიქმნა
ალოე ასუფთავებს კანს, ავიწროვებს ფორებს, აქვს სამკურნალო თვისებები. იგი ბუნებრივი ან-ტიბიოტიკია, რადგან შესანიშნავად მოქმედებს კანის ანთებით ჩირქოვან პროცესებზე. ამიტომ კარგი კოსმეტიკური საშუალებაცაა.

ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში ალოესაგან სახის კრემს ამზადებდნენ. ჩვენამდე მოა-ღწია კლეოპატრას კრემის რეცეპტმა.

კრემის მომზადების წესი:

აიღეთ პატარა მომინანქრებული თასი. 5 გრ ალოეს ფხვნილი გახსენით 40 მლ გამოხდილ წყალში, დაუმატეთ 20 მლ ვარდის წყალი, 10 გრ თაფლი და თასი ჩადგით მდუღარეწყლიან ქვაბში. თანდათანობით დაუმატეთ გამდნარი ღორის ქონი და თან გამუდმებით ურიეთ (ძალიან
ნუ გააცხელებთ). მზა კრემი გადაიღეთ შესაბამის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. ძილის წინ, დაბანის შემდეგ, წაისვით სახისა და ყელზე.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლიკა
ღორიდ ქონი?? :D და მერე იარეთ რამდენი ხანიც გინდათ წვერის ეპილაციაზე....
07:35 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS