19 დეკემბერი, 2014
ნაბახუსევიდან გამოსვლის უძველესი ერაყული მეთოდი - რეცეპტი, რომელიც მე-10 საუკუნის ხელნაწერებში აღმოაჩინეს
სადღესასწაულო ღამის შემდეგ, როგორც წესი, ადამიანები დილას თავის ტკივილით იღბიძებენ და მაშინვე ფინჯანი ჩაის ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებს სვამენ. ნაბახუსევიდან გამოსვლის ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მისი რეცეპტი იყო აღმოჩენილია მეათე საუკუნის შუა აღმოსავლეთში დაწერილ კულინარიულ წიგნში.

ათასწლეულის ერაყული კერძი ხორცისა და ბოსტნეულისგან შედგება, შეკაზმულია სანელებლებით, მაგრამ მთავარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. "კაშკი", რომლის შემადგენლობაშია: ფერმენტირებული იოგურტი, რძე და შრატი.

კაშკი ფართოდ არის გავრცელებული ირანულ, თურქულ, ბალკანურ და არაბულ სამზარეულოში. ის პახმელიის საწინააღმდეგო კერძის ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც
აღწერილია იბნ საიარ ალ ვარაკის უძველეს წიგნში "ხალიფების სამზარეულო".

გალენის თეორიის მიხედვით, ნაბახუსევის შემსუბუქება შეუძლია "ცივ" საკვებს, ვინაიდან, როგორც წესი, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანები გადამეტებული სითბოსგან იტანჯებიან.

წიგნში ამტკიცებს, რომ ალკოჰოლის წინ მიღებული კომბოსტოს სალათა დაგიცავთ დათრობისგან. ასევე რეკომენდებულია ალკოჰოლზე საჭმლის დაყოლება, რათა შენელდეს მისი მოქმედება.

"უნდა იცოდეთ, რომ დილიდან ცივი წყლის დალევა რეკომენდებულია მხოლოდ ნაბახუსევზე მყოფ ადამიანებისთვის, - წერს ალ ვარაკი. - მაგრამ სასტიკად აკრძალულია წყლის ერთიანად დალევა, უმჯობესია თუ მცირე ყლუპებით მიირთმევთ და შუალედებში ჰაერს ღრმად შეისუნთქავთ და ამოისუნთქავთ".

დღეისათვის ნაბახუსევის საწინააღმდეგო კერძი ჩრდილოეთ ერაყში ჯერ კიდევ ძველებური რეცეპტით მზადდება.

საჭირო მასალა:

1,4 კგ საქონლის ხორცი, დაახლოებით 250 გ წვრილად დაჭრილი ხახვი, 100 გ მწვანილი, ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი, ბოსტნეული, იოგურტი, მწვანე ყურძნის წვენი, ძირა და მიხაკი გემოვნებით. ადუღეთ ყველა ინგრედიენტი ერთად, სანამ ხორცი არ მოიხარშება. მიირთვით ცივად.

მათ, ვისაც პახმელია აწუხებს, მაგრამ ვერ ახერხებს ერაყში წასვლას ან პახმელიის საწინააღმდეგო კერძის თავისით მომზადებას, ექსპერტები ურჩევენ ალკოჰოლის მიღების წინ მიირთვან რამდენიმე კოვზი კარტოფილის პიურე.

კესო ლაღიძე





ბეჭდვა