18 დეკემბერი, 2014
ბებიების ნიღბები - ამშვიდებს, კურნავს, აახალგაზრდავებს სახის კანს
დიდი ხნის წინ, როდესაც კოსმეტიკაზე საერთოდ არაფერი იცოდნენ, ქალები მაინც ცდილობდნენ, უფრო ლამაზები ყოფილიყვნენ. ამისთვის კი ისინი იმ მეთოდებს იყენებდნენ, რომელსაც მათ დედამიწა ჩუქნიდა. ძალიან პოპულარული იყო ისეთი ბალახები, რომლებსაც ახალგაზრდობის გახანგრძლივება შეეძლო.

გთავაზობთ ნიღბებს, რომელსაც ბალახებისგან საუკუნეების წინაც იყენებდნენ.  ნიღბების რეგულარულად და სწორედ გამოყენება ბალახებს სახლის კოსმეტიკად აქცევს.

ნიღბების სწორად გამოყენების წესები:

რაც მთავარია, კანი რომ არ დაიზიანოთ კარგად უნდა იცოდეთ რა ტიპის სახის კანი გაქვთ.
ნიღბები უნდა გამოიყენოთ თვეში 3-4-ჯერ. რვა პროცედურის ჩატარების
შემდეგ კანი აუცილებლად 3-4 კვირით უნდა დაასვენოთ.

ბაბუაწვერას ნაყენი მშრალი კანისთვის:

აიღეთ ბაბუაწვერას გამხმარი ფოთლები დაახლოებით სამი კოვზი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი და ორი სუფრის კოვზი თაფლი. ნაყენით გაიწმინდეთ სახე დღეში ორჯერ.

ალოეს ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:


ერთი სუფრის კოვზ ალოეს წვენს დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი შვრია და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

გვირილას ნიღაბი პრობლემური კანისთვის:

ორი სუფრის კოვზ გვირილას ყვავილს დაუმატეთ 3 ს.კ. კეფირი და ერთი კვერცხი. გათქვიფეთ ბლენდერში და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS