17 დეკემბერი, 2014
ნაწლავების გაწმენდა მარილიანი წყლით - პროცედურა ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ
1 ლ სუფთა წყალში გახსენით 1 ს.კ. ზღვის ან ჩვეულებრივი მსხვილი მარილი. სწორედ ასეთი ხსნარი ყველაზე კარგად მოერევა ორგანიზმში დაგროვებულ ტოქსინებს.

ნაწლავების გაწმენდის პროცედურა უმჯობესია ჩაიტაროთ დილით, როცა ის ნაკლებად არის დატვირთული და რასაკვირველია უზმოზე, საკვების მიღებამდე. თბილი მარილიანი წყალი (რეკომენდებული ტემპერატურა შეადგენს 40 გრადუსს) უნდა დალიოთ ერთბაშად. თავიდან საკმარისია 1-2 ჭიქა, შემდეგ მშვიდად იჯექით და ყური უგდეთ თქვენს შეგრძნებებს.

ნუ განიცდით თუ გაგიჩნდათ მსუბუქი გულის რევის შეგრძნება, დისკომფორტი ნაწლავების არეში ან უმნიშვნელო სისუსტე. ეს
სიმპტომები სრულიად ნორმალურია და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც გაგიჩნდებათ ნაწლავების განთავისუფლების სურვილი, სიმპტომები თავისთავად გაქრება და აღარ შეგახსენებენ თავს.

მარილიანი წყლით ნაწლავების ხარისხიანი გაწმენდისთვის საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ჭიქის დალევა. საერთო ჯამში თქვენი ამოცანაა - ეტაპობრივად 10-12 ჭიქა მარილიანი წყლის დალევა. იდეალურ შემთხვევაში, პროცედურის ჩატარების ბოლოს ორგანიზმიდან გამოსული წყალი უნდა იყოს სუფთა.

პროცედურის დამთავრებიდან 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. სასურველია მიიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად მოხარშული ბრინჯი, წყალზე დამზადებული ფაფა ან ბოსტნეულის სუპი. სასმელებიდან შეგიძლიათ მიიღოთ ჩირის ნახარში ან მინერალური წყალი გაზის გარეშე. დალიეთ მცირე ყლუპებით.

ამ პროცედურის ჩატარება წელიწადში ერთხელაა სასურველი.

კესო ლაღიძე






ბეჭდვა