15 დეკემბერი, 2014
სოფო ბედიამ 22 კილოგრამი დაიკლო - მომღერალმა კუჭიც დაიპატარავა
ისეთი მოთხოვნილება აღარ მაქვს, როგორიც მქონდა სოფო ბედიას ლამაზ ქალურ ფორმებზე ჯერ კიოდევ მაშინ საუბრობდნენ, როცა მომღერალი პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. ''ჯეოსტარის'' შემდეგ სოფომ 22 კილოგრამი დაიკლო.

- სოფო, ქალებს ყოველთვის გვჭირდება სტიმული იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ, წონაში დავიკლოთ. შენთვის რა იყო ეს სტიმული?
- უბრალოდ მინდოდა ფორმაში ვყოფილიყავი. მომღერალი ვარ, სცენაზე ვდგავარ და ეს ყოველთვის მჭირდება. რომ გითხრათ, ვიშიმშილე ან რაიმე კონკრეტული დიეტა დავიცავი-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ შევამცირე დოზები. დანაყრებამდე არ მივდიოდი. იყო პერიოდი,
როცა საერთოდ ამოვიღე მენიუდან ცომეული. სალათებსა და მოხარშულ ხორცს გეახლებოდით. ვჭამდი, ცოტას და ხშირად. ამ ეტაპზე მე, ბებო და ჩემი შვილი, ნიკა ვცხოვრობთ ერთად. შესაბამისად ბებო მიწყობს ხელს რაიმე ნაკლებკალორიული საჭმელი მომიმზადოს. თუ გარეთ მიწევს კვება, იქაც სალათებს გეახლებით.
- საათობრივად იკვებები?
- არა, ამის საშუალებას ჩემი დღის რეჟიმი არ მაძლევს. ჩემი დილა, სამსახურიდან გამომდინარე დღის პირველი საათზე იწყება. ამ დროს ან საერთოდ არ ვჭამ ან ძალიან მსუბუქად გეახლებით. ტკბილეული საერთოდ ამოვიღე კვების რაციონიდან. ნამცხვრებს აღარ ვჭამ. შოკოლადი მიყვარს და თუ სადმე შემომთავაზებენ, უარს არ ვამბობ, მაგრამ სახლში არ ვყიდულობ, რომ არ შემომეჭამოს (იცინის). ღამით ვცდილობ საერთოდ არ ვჭამო. ჩემი კუჭიც მიეჩვია ამ მდგომარეობას და დიდი მოთხოვნილებაც არ მაქვს. თუ სადმე წვეულებაზე ვარ, ყველაფერს გეახლებით, უბრალოდ დოზებს ვაკონტროლებ.
- ამასობაში კუჭიც დაგიპატარავდა?
- ჰო, დამიპატარავდა და ისეთი მოთხოვნილება აღარ მაქვს, როგორიც მქონდა.
- ხომ არ ვარჯიშობ კიდეც?
- არა, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. ვარჯიში არ არის, ჩემი გადარბენები? ცუდი არ იქნებოდა სხეულის გასამკვრივებლად ფიტნესისთვის მიმემართა, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ამის დრო. ჯერჯერობით მომწონს ჩემი ფორმები და თუ მოვიცლი, ვივარჯიშებ კიდეც.
- სულ რამდენი კილოგრამი გაქვს დაკლებული?
- შარშანდელი ზაფხულიდან - 7-8 კილოგრამი, ''ჯეოსტარის'' შემდეგ - 22.
- შენი საყვარელი ადამიანი, მიშა მესხიც ებრძვის წონას. ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა?
- ადრე ძალიან გამხდარი ყოფილა მიშა, ბოლო წლებია რაც მოიმატა. ახალგაზრდა ბიჭია, აწუხებს ნამდვილად წონა. 15 კილოგრამის დაკლება უნდა. 3-4 კილოგრამი დაიკლო უკვე.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ვგიჟდები ამ ორ გოგრაზე
საინტერესო მასტები არიან მე ვიყო რა
00:52 / 01-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ti
Didad ar etyoba rom kuwi daupataravda......m2
20:30 / 17-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ოჰოჰოჰჰოჰ
აბა, ასე სად, ვის ვინ უყვარს. დედა, რა ფოტო, რა ქალი, რა თავები. ვაი!
10:48 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS