13 დეკემბერი, 2014
ბანდხასანა - 1 ვარჯიში, გასტრიტის, ოსტეოქონდროზის, ელენთის და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ
ეს პოზა ამაგრებს ორგანიზმს და ატონიზირებს კისრის, წელის და გავის ხერხემლის მალებს. მაგრდება ზურგის გამშლელი კუნთები, იკუმშება და ძლიერდება თეძოები. ჰიპოფიზი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები უხვად მარაგდება სისხლით და კარგად ფუნქციონირებენ.

ორგანიზმზე ზემოქმედება:

სეტუ - ბადხასანა ეხმარება პნევმონიის, ჰიპერტონიის, გასტრიტის, ოსტეოქონდროზის, ელენთის და ღვიძლის დაავადებების და ანგინის დროს.
იოგას ასანების რეგულარული შესრულება ამაგრებს ზურგის, მუცლის და კისრის კუნთებს, ხელს უწყობს მენჯის ორგანოების გაახალგაზრდავებას, ხსნის თავის ტკივილს და ადუნებს.

შესრულების ტექნიკა:

1. დაწექით ზურგზე, შემდეგ მოხარეთ მუხლში
ჯერ ერთი ფეხი, მერე მეორე. ორივე მუხლი უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. ქუსლები და ფეხის თითებიც უნდა ეხებოდეს ერთმანეთს.

2. ქუსლები რაც შეიძლება ახლოს მიწიეთ დუნდულებთან, ხელები გეჭიროთ გვერდებზე, პარალელურად მიწასთან .

3. ხელის გულებით დაეყრდენით მიწას და აწიეთ წელი ზედაპირიდან, წელის შუა ნაწილი რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს აწეული და მას ორივე ხელი უნდა მიაშველოთ. ხელის თითები უნდა დარჩნენ სხეულის გარე მხარეს და მიმართულები იყვნენ შიგნით. წელის ზონა უნდა ეყრდნობოდეს ხელებს. ხელი, მხარის და იდაყვის შორის, რჩება პარალელურად მიწასთან, ხოლო წინამხარი, იდაყვის და მაჯის შორის, რჩება ვერტიკალურად მიწასთან - პოლუსებივით.

4. შემდეგ ნელა გამართეთ ფეხები - ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა ფეხი. ორივე თეძო, მუხლები, ფეხის ნაკუთალის კუნთები, ქუსლები და ფეხის თითები უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. ფეხი არ უნდა იხრებოდეს მუხლში. მაშასადამე, მთელი სხეულის ფორმა წარმოადგენს ხიდს.

5. შეინარჩუნეთ ეს პოზა მანამ, სანამ იგრძნობთ კომფორტულად. ხიდის პოზის დამთავრებისას, აუცილებელია თანდათან აიღოთ ხელები წელიდან, ჯერ ერთი ხელი, მერე მეორე, და განლაგეთ ისინი გვერდებზე, სხეულის გასწვრივ. შემდეგ თანდათან დაუშვით ტანი დაბლა, ზურგზე და მოეშვით.

ვარჯიში გააკეთეთ დღეში ერთხელ და ძილის წინ და ორ კვირაში საოცარი შედეგი გექნებათ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS