04 დეკემბერი, 2014
გოგრით მკურნალობა – ანემია, შარდის ბუშტის ანთება, კარიესი, მაღალი წნევა, კანის დაავადებები
გოგრა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მას წარმატებით იყენებენ როგორც ხალხურ მედიცინაში, ისე დიეტურ კვებაში. მაშ ასე, რას მკურნალობენ გოგრით?

შარდის ბუშტის ანთება

1 ჭიქა გამხმარ გოგრის თესლს გული ამოაცალეთ. დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. მოურიეთ, გადაწურეთ. ეს დოზა ერთი დღისთვისაა გათვლილი. გოგრის თესლი ასევე აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს. გოგრის რბილობი აუმჯობესებს შარდდენას. ამისათვის სპეციალურად წამლის მომზადება საჭირო არ არის. მოხარშული გოგრის რბილი ფაფა დღეში ორჯერ მიირთვით.

რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია

ანემიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დღეში 4-5-ჯერ
150 გრამი მოხარშული გოგრის მიღება. სპეციალისტების რჩევით, ამის შემდეგ დამატებით რკინის შემცველი პრეპარატები აუცილებელი არ არის.

კარიესი

გოგრის რბილობის სისტემატური მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. საქმე ისაა, რომ გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს ფტორს. მისი დღიური დოზა ადამიანისთვის ერთი მგ-ია. ამ რაოდენობას 500-600 გრამი გოგრა ფარავს.
სისხლის მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს

ჰიპერტონიკებმა დღეში 1,5-დან ერთ ჭიქამდე მწიფე გოგრის წვენი უნდა მიიღონ. სასმელში შემავალ კალიუმს ორგანიზმიდან გამოჰყავს ცხიმები და ნალექები, ასუფთავებს თირკმლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება

გოგრის რბილი ნაწილი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, ამიტომ ის მსხვილი ნაწლავის ანთების დროს გამოიყენება. უმი ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. კარგია ყაბზობის დროს.

კანის დაავადებები

გოგრის რბილობს აქვს მჟავა-ტუტიანი მაჩვენებელი - 5-5,5, რაც ჩვენი კანის ანალოგიურ მაჩვენებელს შეესაბამება. კოსმეტოლოგების რჩევით, ფერისმჭამელებისა და ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში გოგრის რბილობის წვენის კომპრესები და ნიღბები გაიკეთეთ. ეგზემისა და დამწვრობის დროს დაზიანებულ მონაკვეთზე გოგრის ის რბილი ნაწილი დაიდეთ, რომელშიც თესლებია მოთავსებული.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS