28 ნოემბერი, 2014
წიწვისა და ასკილის სამკურნალო ნაყენი - ამცირებს ინსულტის და ონკოდაავადებების რისკს, აძლიერებს იმუნიტეტს
წიწვის და ასკილის სამკურნალო ნაყენი ეხმარება სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობის აღდგენაში, წმენდს სისხლძარღვებს, მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის, ინფარქტის და ონკოლოგიური დაავადებების რისკს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ამის გარდა ეს არის ეფექტური ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მრავალი წლის მანძილზე.

მომზადების წესი:

10 ს.კ. წვრილად დაჭრილ წიწვებს (შეიძლება ნებისმიერი წიწვოვანი ხის) დაასხით 1,5 ლ ცხელი წყალი, დაამატეთ 4 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი.
დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. როცა ადუღდება, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.

გადმოდგით და გადაასხით თერმოსში, დატოვეთ დასაყენებლად 8-10 საათით, შემდეგ გაწურეთ და გააციეთ. სამკურნალო ნაყენი მიიღეთ 150-150 მლ 3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.

მკურნალობის კურსია ათი დღე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
veriko
წიწვი,როდის უნდა დაიკრიფოს, არა აქვს მნისჰვნელობა?
20:56 / 31-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
უკუცვენება არა აქვს?
18:21 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS