26 ნოემბერი, 2014
ანტიკიბოს თეფში - რა პროდუქტებით დავიცვათ თავი ონკოდაავადებებისგან
მთავარი ანტიკარცენოგენები:

1. მწვანე ჩაი; დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში, სვით ერთი საათის განმავლობაში. დღეში 2-3 ჭიქა.

2. ზეითუნის ზეთი. უმჯობესია ცივი დაწურვის, 1 სუფრის კოვზი დღეში.

3. კურკუმა. დაუმატეთ კერძებში შავ პილპილთან ერთად. სხვაგვარად არ შეითვისება ორგანიზმის მიერ. საკმარისია დღეში ერთი მწიკვი. იგივე თვისებები აქვს ჯანჯაფილს.

4. ალუბალი, ჟოლო, მოცხარი, შტოში. შეგიძლიათ მიირთვათ გაყინულიც. რაოდენობა - შეუზღუდავი.

5. ქლიავი, ატამი, გარგარი. ბოლო გამოკვლევების თანახმად, ისინი არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე კენკრა.

6. კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა: ბროკოლი, ყვავილოვანი და სხვა... უმჯობესია მოუხარშავი, ჩათუთქული ან
ორთქლზე მოხარშული. უმი - საუკეთესოა.

7. ნიორი და ხახვის ყველა სახეობა. საკმარისია დღეში 1 ან ნახევარი თავი. შეგიძლიათ ოდნავ მოწვათ ტაფაზე.

8. სოკო. დამტკიცებულია, რომ ძლიერი ანტიკარცენოგენია ქამა სოკო; ასევე, ხის სოკოს სხვა სახეობებიც.

9. შავი შოკოლადი, რომელიც 70% კაკაოს შეიცავს. ოღონდ - არა რძიანი.

10. პომიდორი. მოხარშული სახით, უმჯობესია ზეითუნის ზეთთან ერთად.

რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან:

(ეს პროდუქტები კვებავს კიბოს უჯრედებს)

შაქარი (თეთრი და ყავისფერი); პური. განსაკუთრებით, თეთრი; ყველანაირი ცომეული, თეთრი ბრინჯი, ზედმეტად მოხარშული მაკარონი, კარტოფილი და განსაკუთრებით, კარტოფილის პიურე; სიმინდის და სხვა სახეობის ბურბუშელები; მურაბა, სიროფები, ჯემები; გაზიანი სასმელები, ნაყიდი წვენები; ალკოჰოლი, განსაკუთრებით, ძალიან მაგარი; მარგარინი და ცხოველური ცხიმები; ნაყიდი რძის პროდუქტები; კარტოფილი ფრი, ჩიფსები, პიცა, ჰოთ-დოგები და სხვა "ფასტ-ფუდი"; წითელი ხორცი, ქათმის კანი, კვერცხი (იმ შემთხვევაში, თუ ქათამს, ღორს და ძროხას ზრდიდნენ სიმინდსა და სოიოზე, უკეთებდნენ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს); მაღაზიაში ნაყიდი ხილისა და ბოსტნეულის კანები (მასში გროვდება პესტიციდები); მზეზე დიდხანს ნადები პლასტიკატის ბოთლის წყალი.

მავნე და სასარგებლო ქიმია

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS