25 ნოემბერი, 2014
5 ბოსტნეული, რომლებიც სასარგებლოა გაყინულ მდგომარეობაში
ზოგიერთი თავგამოდებული ჯანმრთელი წესის დამცველები საეჭვოდ მიიჩნევენ გაყინულ ბოსტნეულში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინების არსებობას, და ცდებიან!

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ზამთრის სეზონზე სუპერმარკეტში ბოსტნეულს შორის არჩევანის დროს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ გაყინულ ბოსტნეულს.

გაყინვის თანამედროვე წესები არ ანადგურებენ პროდუქტების უჯრედებს, ხოლო მისი ტექნოლოგია ისეთია, რომ ბოსტნეული არა მხოლოდ არ ინახება ბაზაზე, არამედ მისი მოწყვეტიდან მალევე იყინება.

ექსპერტების აზრით, ახალზე უფრო სასარგებლოა შემდეგი ბოსტნეული, ოღონდ გაყინული სახით.

1. სტაფილო

ზამთარში გაყინული სტაფილო 10%-ით ახალზე უკეთესია.
გაყინვის დროს მასში არ ნადგურდება ბეტა-კაროტინი, რომელიც კანის კიბოს საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებაა.

2. მწვანე ლობიო

გაყინულ მდგომარეობაში უკეთესია 45%-ით. შეიცავს ვიტამინ К-ს, რომელიც ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის.

3. ბარდა

გაყინულ ბარდაში სასარგებლო ნივთიერებები 15%-ით მეტია. ის მდიდარია ვიტამინებით В1, В6 და მანგანუმით, რომელიც მონაწილეობს ცხიმების დაშლაში.

4. ბროკოლი

გაყინული კომბოსტო ბროკოლი ახალზე 25%-ით უფრო სასარგებლოა. მას გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, გაჯერებულია ფოლიუმის მჟავით (ვიტამინი В9), რომელიც ეხმარება ორგანიზმს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების გამომუშავებაში, დადებით გავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე.

5. სიმინდი

გაყინული სიმინდი ზამთარში 44%-ით უფრო სასარგებლოა. სიმინდში გაყინულ მდგომარეობაში უკეთესად ინახება ყველა ანტიოქსიდანტი, რომლებსაც მისი ტარო შეიცავს.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS