24 ნოემბერი, 2014
ქაცვის ჩაი - იდეალური ანტიდეპრესანტი
ქაცვი - ვიტამინების საბადოა. მასში 2-ჯერ მეტია სასარგებლო ვიტამინი С, ვიდრე ციტრუსებში და 2-ჯერ მეტია ვიტამინი E, ვიდრე ხორბლის ზეთში. ქაცვში სხვა ვიტამინებიც ჭარბად არის, ანტიოქსიდანტებიც და ცხიმოვანი მჟავებიც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კანის ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერზე.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქაცვის ჩაი თაფლთან ერთად საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ასევე ქაცვს გააჩნია ძლიერი ანთებითი საწინააღმდეგო მოქმედება. ყველაფერთან ერთად ეს ძალიან გემრიელია!

ინგრედიენტები:

150 გ ქაცვი
2 ს.კ. შავი ჩაი
2 ს.კ. თაფლი
500 მლ წყალი

მომზადება:

ქაცვი კარგად
გარეცხეთ და 2/3 დაჭყლიტეთ კოვზით პიურეს კონსისტენციის მისაღებად. ჩაიდანში მოათავსეთ ქაცვის პიურე, დარჩენილი ქაცვი და შავი ჩაი. დაასხით მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 10-15 წუთი. თბილ ჩაიში დაამატეთ თაფლი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ეს სასმელი მოამზადოთ შავი ჩაის გარეშეც.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS