24 ნოემბერი, 2014
გოგრის მურაბა წონაში დასაკლებად - 10 დღეში მინუს 3 კილოგრამი
უამრავ ადამიანს აწუხებს ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ძირითადად ზედმეტი წონის მიზეზია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, ზედმეტი წონისგან განთავისუფლება და შლაკებისგან გაწმენდა შესაძლებელია გოგრის მურაბით. ჯადოსნური მურაბის დასამზადებლად საჭიროა:

საჭირო მასალა:

3 კგ გოგრა
2 ფორთოხალი
1 ლიმონი
თაფლი გემოვნებით

მომზადება:

გოგრას მოაშორეთ შიგთავსი და კანი და დაჭერით მცირე ნაჭრებად. ლიმონი გაასუფთავეთ კანისგან და წვრილად დაჭერით, კანი კი გახეხეთ. ფორთოხალს გააცალეთ კანი და დაჭერით ნაჭრებად. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება,
ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით დასაყენებლად 8-10 საათით. მეორედ დადგით მოსახარშად ნელ ცეცხლზე და ადუღეთ მომზადებამდე. ცივ მურაბაში დაამატეთ გემოვნებით თაფლი.
მიირთვით დღეში სამჯერ თითო კოვზი. ათ დღეში მინიმუმ სამ კილოგრამს დაიკლებთ.
იყავით ჯანმრთელნი და მოხდენილები!

კესო ლაღიძე






ბეჭდვა