24 ნოემბერი, 2014
გოგრის მურაბა წონაში დასაკლებად - 10 დღეში მინუს 3 კილოგრამი
უამრავ ადამიანს აწუხებს ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ძირითადად ზედმეტი წონის მიზეზია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, ზედმეტი წონისგან განთავისუფლება და შლაკებისგან გაწმენდა შესაძლებელია გოგრის მურაბით. ჯადოსნური მურაბის დასამზადებლად საჭიროა:

საჭირო მასალა:

3 კგ გოგრა
2 ფორთოხალი
1 ლიმონი
თაფლი გემოვნებით

მომზადება:

გოგრას მოაშორეთ შიგთავსი და კანი და დაჭერით მცირე ნაჭრებად. ლიმონი გაასუფთავეთ კანისგან და წვრილად დაჭერით, კანი კი გახეხეთ. ფორთოხალს გააცალეთ კანი და დაჭერით ნაჭრებად. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება,
ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით დასაყენებლად 8-10 საათით. მეორედ დადგით მოსახარშად ნელ ცეცხლზე და ადუღეთ მომზადებამდე. ცივ მურაბაში დაამატეთ გემოვნებით თაფლი.
მიირთვით დღეში სამჯერ თითო კოვზი. ათ დღეში მინიმუმ სამ კილოგრამს დაიკლებთ.
იყავით ჯანმრთელნი და მოხდენილები!

კესო ლაღიძე






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ტტტტტ
კარგია ესსს??
12:36 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
თუ ვინმემ გააკეთა ამ რეცეპტით, თავისი წვენი აშკარად არ იყოფა და იქნებ ზუსტად ახსნათ?
18:13 / 08-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამო
მურაბა და წონში კლება?
09:44 / 08-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
pirvel jerze kvelaperi ise gavakete rogorc natqvami iko,tavisive cvenshi moixarsha da aseve sheishro kvela,exa gadmovdgi da anu aci sheikenebs tavis cvens kidev? rom 8 saatis gasvlis shemdeg isev camovadugo? exa sruliad mshralia
20:30 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფიგურა
ხალხო ჯერ კითხვა და აზროვნება ისწავლეთ და მერე ფიგურაზე იფიქრეთ :). წერია "გოგრას მოაშორეთ კანი და შიგთავსი და დაჭერით"-ო ანუ გოგრა უნდა დაჭრათ და არა ის რასაც მოაშორებთ. ასევე საერთოდ მურაბას არავინ არ ასხავს წყალს :), ნელცეცხლზე დგავენ და პროდუქტი თავის წვენსი იხარშება :).
16:49 / 26-11-2014
გამოხმაურება / 1 /
ეი ფიგურაა
აიუფ
19:26 / 04-09-2019
TOPS