22 ნოემბერი, 2014
„ნიკიტას“ დიეტა – 7 დღეში მინუს 5 კილოგრამი
სერიალების მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ მომხიბვლელი პეტა უილსონი სერიალიდან „ნიკიტა“. მისი გარეგნობა აშკარად მეტყველებს მისი დიეტის ეფექტურობაზე. შეგიძლიათ თავადაც გამოსცადოთ, პეტა შიმშილობას არ გთავაზობთ, მხოლოდ ორ თვეში ერთხელ შეგიძლიათ თავს განტვირთვის კვირეული მოუწყოთ:

ორშაბათი - 5 ცალი მოხარშული კარტოფილი და 1,5 ლიტრი მაწონი.

სამშაბათი - 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 1,5 ლიტრი მაწონი.

ოთხშაბათი -
100 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი, 1,5 ლიტრი მაწონი.

ხუთშაბათი -
100 გრამი მოხარშული თევზი, 1,5 ლიტრი მაწონი.

პარასკევი -
ხილი (ბანანისა
და ყურძნის გარდა) და ბოსტნეული, 1,5 ლიტრი მაწონი.

შაბათი -
მხოლოდ 1,5 ლიტრი მაწონი.

კვირა -
მხოლოდ მინერალური წყალი.

დიეტის დაწყების წინ სასურველია ორგანიზმის გაწმენდა. დიეტის დროს საკვები შაქრისა და მარილის გარეშე უნდა მიირთვათ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS