22 ნოემბერი, 2014
3 ვარჯიში დაღლილი ფეხებისთვის
ფეხებში სიმძიმის შეგრძნებისას სპეციალისტის რჩევებთან ერთად რამდენიმე მარტივი ვარჯიშიც დაგეხმარებათ. მათი შესრულება თავისუფლად შეიძლება როგორც შინ, ისე სამსახურში.

1. რამდენჯერმე აიწიეთ და დადექით ფეხის წვერებზე. ამ დროს მთელი სხეულის სიმძიმე სწორედ ფეხის თითებზე გადადის. შეეცადეთ, ეს ვარჯიში ათჯერ მაინც გაიმეოროთ.

2. ფეხები ერთმანეთს მიადგით. ერთი ფეხი გაასწორეთ და უკან გასწიეთ, შემდეგ მუხლში მოხარეთ და რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ. შეეცადეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამი მაინც გაჩერდეთ. სასურველია, ეს ვარჯიში თითოეულ ფეხზე სამჯერ მაინც გააკეთოთ.

3. დადექით
სწორად, შეეცადეთ, ფეხის თითები რამდენჯერმე ზემოთ ასწიოთ. ამ ვარჯიშის დროს იჭიმება წვივის კუნთები. შემდეგ შეეცადეთ, ოცი ნაბიჯი მაინც გაიაროთ ფეხის ქუსლებზე.

გარდა ამისა, ხშირად მიირთვით კიტრი და მოხარშული ბრინჯი. ეს პროდუქტები გამაჯანსაღებელ ეფექტს აძლიერებს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS