22 ნოემბერი, 2014
ბურთულების მასაჟი - დაიბრუნეთ ახალგაზრდობა
მთელი დღის განმავლობაში კანი ნორჩად რომ გამოიყურებოდეს, გარდა სისხლის მიმოქცევისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორ მუშაობს თქვენი ლიმფოსისტემა. სისხლი მუდმივად მოძრაობს, ლიმფა კი - მხოლოდ სხეულთან ერთად. ამიტომ, როცა გძინავთ ან სავარძელში ხანგრძლივად ზიხართ, ის გუბდება, რის შედეგადაც ჩნდება შეშუპება.

უსიამოვნებისაგან თავის დასაცავად აუცილებელია რეგულარული მსუბუქი მასაჟი, რაც ლიმფას უფრო სწრაფად აამოძრავებს და შესაბამისად, უფრო სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან ნალექებსა და ტოქსინებს. მსუბუქი მასაჟის საუკეთესო საშუალებაა მინის ბურთულები.

4-6 მინის ბურთულა რამდენიმე წუთით მაცივარში მოათავსეთ, კარგად გააცივეთ
(არ გაყინოთ) და მსუბუქი წრიული მოძრაობით, შუბლზე, ლოყებზე, ნიკაპსა და ყელზე „ასეირნეთ“. ამის შემდეგ იგი უკეთ აითვისებს მისთვის განკუთვნილ საკვებ ნივთიერებებს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS