21 ნოემბერი, 2014
რევმატიზმი, რადიკულიტი, შეკრულობა, გაციება, სისხლძარღვოვანი დაავადებები - როგორ ვიმკურნალოთ ზღვის მარილით
მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს.

ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმლების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში ექიმები პაციენტებს მარილის მოხმარების შემცირებას ურჩევენ.

ხალხური მედიცინა მარილს ხშირად იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გთავაზობთ ზოგიერთ რეკომენდაციას ძველი სამკურნალო წიგნებიდან.

გაციების დროს რეკომენდებულია მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.

კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.

კუჭის შეკრულობის
დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1-1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.

დაჟეჟილი ადგილების
მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.
თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესივებას დააცხრობს.

გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა (0,5 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ მას გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს.

რაოდენობის კონტროლი აუცილებელია ბუასილის დროსაც, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესივების მიზეზი ხდება.

ორგანიზმში ცვლის პროცესების სტიმულირებისთვის კარგია შემდეგი შემადგენლობის აბაზანები:

150 გრამი წიწვოვანთა ექსტრაქტი და 2 კილოგრამი მარილი გახსენით წყლით სავსე აბაზანაში. ასევე დადებითად მოქმედებს ხერხემლის დაავადებების, ართრიტებისა და ნევროზების დროს.

სისხლძარღვების დაავადების დროს 200 გრამი მარილი გახსენით აბაზანაში და 10-15 წუთით ჩაწექით. კურსი 10 დღე. აღნიშნული პროცედურა კარგია ჭარბწონიანობის დროსაც.

მარილიანი აბაზანები განსაკუთრებით ეფექტურია რევმატიზმის, რადიკულიტისა და კატარის დროს. 1-1,5 კილოგრამი მარილი ჩაყარეთ აბაზანაში, გაავსეთ ცხელი წყლით, ჩაწექით 20 წუთით. აბაზანა ძილის წინ მიიღეთ.

რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო დიდია სამკურნალო ეფექტი. გულით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც ცხელ წყალს ცუდად იტანს ან კანის პრობლემები აქვს, ასეთი აბაზანები კატეგორიულად აკრძალულია.

უნდა აღინიშნოს, რომ სუფრის მარილში მხოლოდ 2 მიკროელემენტია - Na და Ca, ზღვის მარილში კი - 64, ამიტომ ბოლო დროს უპირატესობას ზღვის მარილს ანიჭებენ. როგორც ხედავთ, მარილი არა მარტო კვების რაციონის აუცილებელი პროდუქტია, არამედ ძვირფასი სამკურნალო საშუალებაც.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანი
აბაზანის მიღების დროს წყალი უნდა გწვდებოდეთ გულამდე და არა ყელამდე.
16:57 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS