ოხრახუშის ნაყენზე დამზადებული ყინულის ნატეხების მასაჟი კანს ნაოჭებისგან იცავს და ტონუსს მატებს. 50 გრამი ქორფა ოხრახუში 0,5 ლიტრ წყალში მოხარშეთ, გადაწურეთ, გააგრილეთ და გაყინეთ.
წვრილად დაჭრილ ოხრახუშის ფოთლებს მცირეოდენი წყალი დაასხით და აადუღეთ. ფაფა მარლაში ჩადეთ და სახეზე 30 წუთით დაიდეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ, მშრალი კანი გამოცოცხლდება, ცხიმიანი - გაუცხიმოვდება.