16 ნოემბერი, 2014
ოხრახუშის კუბიკები ნაოჭებისგან დაგიცავთ
ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი მწვანილი სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ. მისი გაყინული წვენით სახის გაწმენდა კანს ათეთრებს და ახალისებს. 15-20 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ოხრახუშის ნაყენზე დამზადებული ყინულის ნატეხების მასაჟი კანს ნაოჭებისგან იცავს და ტონუსს მატებს. 50 გრამი ქორფა ოხრახუში 0,5 ლიტრ წყალში მოხარშეთ, გადაწურეთ, გააგრილეთ და გაყინეთ.

წვრილად დაჭრილ ოხრახუშის ფოთლებს მცირეოდენი წყალი დაასხით და აადუღეთ. ფაფა მარლაში ჩადეთ და სახეზე 30 წუთით დაიდეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ, მშრალი კანი გამოცოცხლდება, ცხიმიანი - გაუცხიმოვდება.
პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS