12 ნოემბერი, 2014
როგორ დავწვათ ცხიმის საფარი მუცელზე დიეტის და ვარჯიშის გარეშე – TOP 5 რჩევა ფიტნესმოდელ ია უძილაურისგან
ია წერს, რომ მუცლიდან ცხიმის მოშორება მკაცრი დიეტის და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება ფიტნესმოდელი და არაერთი კონკურსის მონაწილე და პრიზიორი ია უძილაური სოციალურ ქსელში თავის თაყვანისმცემლებს იდეალური სხეულის საიდუმლოს უმხელს. ია წერს, რომ მუცლიდან ცხიმის მოშორება მკაცრი დიეტის და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება.

ია უძილაური:

ყველაზე მარტივი მაგრამ ეფექტური ტოპ 5 რჩევა ჩემგან რაზე უნდა ვთქვათ უარი იმისთვის რომ გვქონდეს ლამაზი მუცელი:

1. არავითარი შიმშილი!

ეცადეთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ მიირთვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ
კვებას შორის შუალედში ნებისმიერი ლუკმაც საჭმელია.

2. საუზმე აუცილებელია!


დღის პირველ მონაკვეთში კარგად იკვებეთ და მიიღეთ მეტი კალორია ვიდრე დღის მეორე ნახევარში, და არა პირიქით.

3. საჭმელთან ერთად მოერიდეთ ბევრი სითხის მიღებას.


განსაკუთრებით კი ტკბილი და გაზიანი სასმელების "მიყოლებას". (არ დაგავიწყდეთ რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ)

4. მაიონეზი არის ყველაზე დიდი მტერი თქვენი მუცლის!

ყველაფერი რაშიც მაიონეზი ურევია უბრალოდ დაივიწყეთ. თუ რამეს შეუკვეთავთ გააფრთხილეთ რომ არ გაუკეთონ მაიონეზიანი მზა საჭმელზე კი უარი თქვით.

თვენი ცხოვრების სტილი საკვები და სხვა. სულ რომ არაფრით შეცვალოთ და მხოლოდ მაიონეზი ამოიღოთ კვების რაციონიდან რამდენიმე თვეში მინიმუმ 5 სანტიმეტრით ნაკლები გექნებათ წელის გარშემოწერილობა მერწმუნეთ

5. შეამცირეთ რძის პროდუქტები.

იგულისხმება ყველაფერი რაც რძისგან მზადება ყველი, კარაქი, ხაჭო, ნაყინი, ნამხცხვრები, კრემები და ა.შ.

წარმატებები!

ასევე იხილეთ

ქართველი ვარსკვლავების ტოპ-უკანალები
სალომე დადიანი



ბეჭდვა