12 ნოემბერი, 2014
როგორ დავწვათ ცხიმის საფარი მუცელზე დიეტის და ვარჯიშის გარეშე – TOP 5 რჩევა ფიტნესმოდელ ია უძილაურისგან
ია წერს, რომ მუცლიდან ცხიმის მოშორება მკაცრი დიეტის და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება ფიტნესმოდელი და არაერთი კონკურსის მონაწილე და პრიზიორი ია უძილაური სოციალურ ქსელში თავის თაყვანისმცემლებს იდეალური სხეულის საიდუმლოს უმხელს. ია წერს, რომ მუცლიდან ცხიმის მოშორება მკაცრი დიეტის და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება.

ია უძილაური:

ყველაზე მარტივი მაგრამ ეფექტური ტოპ 5 რჩევა ჩემგან რაზე უნდა ვთქვათ უარი იმისთვის რომ გვქონდეს ლამაზი მუცელი:

1. არავითარი შიმშილი!

ეცადეთ დღეში მინიმუმ 4-ჯერ მიირთვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ
კვებას შორის შუალედში ნებისმიერი ლუკმაც საჭმელია.

2. საუზმე აუცილებელია!


დღის პირველ მონაკვეთში კარგად იკვებეთ და მიიღეთ მეტი კალორია ვიდრე დღის მეორე ნახევარში, და არა პირიქით.

3. საჭმელთან ერთად მოერიდეთ ბევრი სითხის მიღებას.


განსაკუთრებით კი ტკბილი და გაზიანი სასმელების "მიყოლებას". (არ დაგავიწყდეთ რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ)

4. მაიონეზი არის ყველაზე დიდი მტერი თქვენი მუცლის!

ყველაფერი რაშიც მაიონეზი ურევია უბრალოდ დაივიწყეთ. თუ რამეს შეუკვეთავთ გააფრთხილეთ რომ არ გაუკეთონ მაიონეზიანი მზა საჭმელზე კი უარი თქვით.

თვენი ცხოვრების სტილი საკვები და სხვა. სულ რომ არაფრით შეცვალოთ და მხოლოდ მაიონეზი ამოიღოთ კვების რაციონიდან რამდენიმე თვეში მინიმუმ 5 სანტიმეტრით ნაკლები გექნებათ წელის გარშემოწერილობა მერწმუნეთ

5. შეამცირეთ რძის პროდუქტები.

იგულისხმება ყველაფერი რაც რძისგან მზადება ყველი, კარაქი, ხაჭო, ნაყინი, ნამხცხვრები, კრემები და ა.შ.

წარმატებები!

ასევე იხილეთ

სალომე დადიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნია
რძის პროდუქტის სრულად ამოღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!!!! ფიტნეს ინსტრუქტორს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო განათლება და იქნებ ექიებს მაინც ჰკითხოს? ნაყინი და ტკბილი რძის პროდუქტი კი, მაგრამ დაბალცხიმიანი ყველი, ხაჭო და მაწონი აუცილებელია, დღეში ერთხელ, მცირე ოდენობით მაინც! სხვაგვარად, ნაღვლის ბუშტში კენჭებს გამოიმუშავებთ. ნაღვლის ნორმალურ გადადინებას სჭირდება მცირე ოდენობით ცხოველური ცხიმი! ამასთან, სხეულის პირველი მტერია თეთრი პური, ის საფუარი რასაც ახლა იყენებენ, ფუნთუშები, შემწვარი საკვები და ა.შ. მაიონეზიც არ შედის რა თქმა უნდა სასარგებლოთა ჩამონათვალში. ერთი გრამი ზედეტი ცხიმი არ აქვს და უკვე სამი წელია იდეალურ ფორმაში ვარ, პლუს ჯანმრთელი, კვების ასეთი რეჟიმის წყალობით!
11:52 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
კაი რააა! საერთოდ არ ვჭამ მაიონეზს, მაგრამ... ისე ამბობს მხოლოდ მაიონეზის უჭმელობაა პანაცეა!!!! ეგ იყოს გამოსავალი დაააააა... მაიონეზის მჭამელის დედა ვატირე ჩემდა თავად
12:29 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
NANA
ეტყობა მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული,თანაც ვარჯიში აუცილებელია.რამდენი ხანია ჩემს თავს ვებრძვი, ნაგრამ არაპერი გამომდის,მაიონეზს და რძის ნაწარმს ყველის გარდა არაფერს ვჭამ,არც ცხიმიანს,დილით 11-12 საათზე ვსაუზმობ,3-4 ვსადილობ ხან 5-6 ეს არის და ეს,მაგრამ წონაში არ ვიკლებ იმიტომ რომ ვერ ვმოდზრაობ სახსრების გამოხომ არ მირჩევდით რამეს
11:19 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნასტასია
ყყველაზე კარგი დიეეტააა სწორი კვება,ჭამეთ ყველაფერი და დღის მანძილზე ბევრი სითხე მიიღეთ.65კილოგრამიდან ჩამოვედი 50 კილომდე .
01:46 / 16-11-2014
გამოხმაურება / 1 /
ელენე
ანნასტასია, მეც 65 ვარ 5 კილო რომ მოვიკლო ამ ეტაპზე არ იქნება ცუდი, ვერ დამეხმარებით?
02:58 / 01-03-2019
მაკო
გოგონებო ეს ნამდვილად გვაბოლებს! სჰეამცირეტ ტკბილი,ცომეული და ცხიმი,სჰემწვარი საკვებიც! და აუცილებლად აკეტეტ პრესი,პრესი და პრესი!
13:43 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS