08 ნოემბერი, 2014
მანდარინის ქერქი - დისბაქტერიოზის, ფრჩხილის სოკოს, სტრესის, უძილობის და მაღალი წნევის სამკურნალოდ
მანდარინის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და, აქედან გამომდინარე, წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

1. დისბაქტერიოზი, მეტეორიზმი - ყავის საფქვავში დაფქვით გამხმარი მანდარინის ქერქი. დღეში ერთხელ ჭამის დროს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ერთ ულუფა ხაჭოში, ფაფაში ან სხვა კერძში, 2 კვირის მანძილზე.

2. ბრონქიტი
- 2 ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილი
ნაყენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. მშრალი ხველის დროს ნახველის გამოყოფისთვის - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20-20 წვეთი 50გ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

4. ინჰალაცია გაციების, გრიპის და ხველის დროს - 1 მუჭა დაქუცმაცებული ნედლი ქერქი ჩაყარეთ ვიწროყელიან ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. ისუნთქეთ ორთქლით 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან 1 საათის განმავლობაში.

5. ფრჩხილის სოკო - დღეში 2-3-ჯერ დაიზილეთ ფრჩხილი მანდარინის ქერქით.

6. დაღლილობა, ნერვული დაძაბულობა, სტრესი
- წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის ნედლი ქერქი მოათავსეთ ბამბეულის ტომარაში დაახლოებით ზომებით 10 × 7 სმ. ტომარა შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში, საჭიროებისამებრ ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ არომატი 15 წუთის განმავლობაში.

7. უძილობა, მომატებული წნევა, გულისცემის აჩქარება -
1 ჭიქა წვრილად დაქუცმაცებულ მანდარინის ნედლ ქერქს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანები (37-38 გრადუსი) დღეგამოშვებით, 15 წუთის განმავლობაში 1 საათით ადრე დაძინებამდე.

იხილეთ ასევე


კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ირინა
რუსეთშიც მანდარინის ბიზნესი აქვთ, ამას რომ წერენ? http://www.sportobzor.ru/diety-pravilnoe-pitanie/kozhura-mandarina-polza-i-vred.html
03:23 / 16-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თემური თ.თ.
გამოდის რომ გურიაში, აჭარაში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში სადაც მანდარინი მოდის ზემოთ აღნიშნული ავადმყოფობებით არც უნდა ავადმყოფობდნენ?? :)
03:06 / 04-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
და ყოველგვარი წვალების გარეშე,უბრალოდ ცოცხლად რომ მივირთვათ ნეტა სასარგებლოა?
14:29 / 03-11-2016
გამოხმაურება / 0 /
თემური
ჩაუვარდა ვიღაცას მანდარინის ბიზნესი
21:53 / 02-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მე ისედა მიკვარს და მივირთმევ და თურმე კარგი კოფილა
17:33 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS