08 ნოემბერი, 2014
ახალი მოდა - პალეოს დიეტა და ყველაზე სწრაფად კლება წონაში
მიზანი: წონის დაკლება, სისხლის წნევისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება.

მიდგომა: ყველაზე ცნობილ დაბალნახშირწყლოვან დიეტებს შორის არის ატკინ-სის, დიუკანის, მედიფასტის დიეტები. თუმცა ამგვარი დიეტებიდან ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარულია პალეოს დიეტა, რომელიც პალეოლითის ხანის ჩვენი წინაპრების ~კვების რეჟიმს~ ეყრდნობა.

ძირითადი პრინციპი: რაციონის მთავარ ნაწილს შეადგენს ცილები და ცხიმები, ნახშირწყლების მიღება კი მინიმუმამდეა დაყვანილი.

შეიძლება: ხორცი, თევზი, ფრთოსანი, თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერცხი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონე სხვა პროდუქტები შეუზღუდავად.

არ შეიძლება: პროდუქტები ნახშირწყლების მაღალი
შემცველობით, როგორებიცაა ტკბილეული, მაკარონები, პური, ზოგიერთი ხილი და სახამებლიანი ბოსტნეული, ბარდეული, რაფინირებული შაქარი. პალეოს დიეტის ავტორი, პროფესორი ლორენ კორდეინი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს ამგვარ პროდუქტებთან ადაპტირებს, რაც შედეგად იწვევს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, მათ შორის, გასუქებასაც.

პლუსები: ჯანსაღი, მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები დიეტების უმეტესობის საფუძველია. კვების ეს მეთოდი მდიდარია ცილებით, რაც ეხმარება ორგა-ნიზმს კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში. ასეთი დიეტის დროს ადამიანი წონაში ძალიან სწრაფად იკლებს.

წესად აქციეთ: ცილების ნაკლებობა კუნთოვანი მასის დაკარგვას იწვევს. საკმარისი რაოდენობის ცილების მიღება, განსაკუთრებით, თუ სპორტს მისდევთ - სრულფასოვანი დიეტის მნიშვნელოვანი პირობაა.

არ შეიძლება გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.


იხილეთ ასევე:


კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
xat
ამ ხალხმა სერიოზულად ,,გააფრინა,, რა პალეოლითის ხანა
18:02 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS