31 ოქტომბერი, 2014
6 რეცეპტი კეფირის კოქტეილის - წონაში კლება, იმუნიტეტის გაძლიერება, ცხიმების დაწვა, სამკურნალო, მადის დაქვეითება...
კეფირს გააჩნია სამკურნალო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. სხვა სამკურნალო პროდუქტებთან შეთავსებაში კი ის ხდება ულტრასასარგებლო და უნივერსალური საშუალება.

1.
კოქტეილი სახამებლებით
200 გ კეფირი, 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი1 ჩ.კ. დარიჩინი, დანის წვერი წითელი დაფქული წიწაკა, 2 ს.კ. მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ კოქტეილი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.

2.
კოქტეილი თაფლით თუ არ შეგიძლიათ ცომეულზე უარის თქმა, ეცადეთ მიირთვათ ის დღის პირველ ნახევარში და დააყოლოთ ეს კოქტეილი: 200 გ კეფირი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი, 2 ს.კ. ანადუღარი წყალი, მწიკვი დარიჩინი და 1 ნაჭერი ლიმონი. მიიღეთ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.

3.
კოქტეილი ვაშლით ეს სასწაული სასმელი ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და შეუძლია შეცვალოს საუზმე ან ვახშამი. საშუალო ზომის 5 ვაშლი გაფცქვენით და გახეხეთ. დაამატეთ 300 გ უცხიმო კეფირი, მწიკვი დარიჩინი და ათქვიფეთ ბლენდერში ან მიქსერით. მიიღეთ კოქტეილი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში

4.
სამკურნალო კოქტეილი თუ ამ სასმელს დალევთ 1 ჭიქას 3-ჯერ დღეში და არ მიიღებთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს, 1 კვირაში შეძლებთ 2-დან 4 კგ-მდე ზედმეტი წონის დაკლებას. კოქტეილი სასიკეთოდ მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე. აიღეთ 0.5 ჭიქა კეფირი, დაამატეთ 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი, 1 ჩ.კ. თაფლი და მწიკვი დარიჩინი. დააყენეთ 10 წუთი და შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერში.

5. კოქტეილი, რომელიც წვავს ცხიმებს. 10 დღის განმავლობაში დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ დალიეთ კეფირი ოხრახუშით. ამ დღეებში დიეტოლოგები გვირჩევენ დავიცვათ ბოსტნეულის დიეტა და დავლიოთ ბევრი სითხე (წყალი, მწვანე ჩაი). 1 ჭიქა კეფირს დაამატეთ 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწიკვი დარიჩინი. დადგით დასაყენებლად 1 საათით და შემდეგ მიირთვით.

6. კოქტეილი ქაცვით დაგჭირდებათ: 200 გ ქაცვი, 1 ჭიქა კეფირი და 1-1.5 ს.კ. ცაცხვის თაფლი. ქაცვი დააბლენდერეთ, გაცერით საცერში და დაამატეთ თაფლი. კეფირი ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ ქაცვის წვენი და ხელმეორედ ათქვიფეთ. დალიეთ კოქტეილი დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაკას
ჯანჯაფილი იგივე კოჭა იყიდება ბაზარში და სხვადასხვა სუპერმარკეტებში გუდვილში, ფურშეტში და ა.შ.
22:45 / 20-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნაირა
ეს ექვსივე რეცეპტით უნდა დავლიოთ თუ აქედან ერთი ავირჩიოთ.
19:57 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
Dა რა ჯანდაბააა ეს ჯანჯაფირი?
15:33 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS