30 ოქტომბერი, 2014
პომიდორის ნიღბები და დაავადებები, რომლებსაც კურნავს
პომიდორში ყველაზე სასარგებლოა თესლი და კანი, ვინაიდან მასში შემავალი ნაერთები ათხელებენ სისხლს და ეწინააღმდეგებიან ტრომბის გაჩენას. მათ, ვისაც აწუხებს გულსისხლძარღვთა დაავადებები, აუცილებელად უნდა ჩართონ თავის რაციონში პომიდორი.

არსებობს აზრი, რომ კუჭი ვერ ამუშავებს პომიდვრის კანს, მაგრამ სწორედ კანი ხელს უწყობს ორგანიზმს და ასტიმულირებს კუჭნაწლავის ტრაქტს. შესაბამისად, თუ ადამიანი, რომელსაც აწუხებს შეკრულობა, რეგულარულად მიიღებს პომიდორს, ის მალე დაივიწყებს თავის პრობლემას.

ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელსაც შეიცავს პომიდორი, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რადგან წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავ პროფილაკტიკას.
ორგანიზმი უკეთესად ითვისებს ლიკოპინს პომიდვრის თერმული დამუშავების შემდეგ, ამიტომაც არის რომ ტომატის წვენიც ასევე დადებითად მოქმედებს ჩვენ ორგანიზმზე.

კეტჩუპიც კი ითვლება სასარგებლო სოუსად, თუ დამზადებულია ნატურალური ტომატის პასტისგან. შესამოწმებლად, რომ კეტჩუპის მწარმოებლები არ გვატყუებენ, დავაწვეთოდ იოდის რამდენიმე წვეთი. თუ იოდი მიიღებს ლურჯ ფერს, ესე იგი კეტჩუპი არ არის ნატურალური და შეიცავს სახამებელს. შესაბამისად, კეტჩუპის ასეთ მწაარმოებელს არ უნდა ვენდოთ.

პომიდორი უამრავი დიეტის ერთერთი ძირითადი კომპონენტია, ვინაიდან მის შემადგენლობაში არსებული ნახშირწყლების წარმოუდგენელი რაოდენობა ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. სამაგიეროდ, ვიტამინების დიდ რაოდენობას და სასარგებლო ნივთიერებებს მოაქვს უზარმაზარი სარგებელი ორგანიზმისთვის. პომიდორი შეიცავს უჯრედისს, რკინას, იოდს, კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ცინკს, ვიტამინებს А, С, Е, К, РР და В ჯგუფის ვიტამინებს.

პომიდორი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. პრობლემური, ცხიმიანი და ცუდი კანის ფერის ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა პომიდვრის ნიღბები. მაგრამ ყოველი ტიპის კანისთვის არსებობს თავისი, განსაკუთრებული რეცეპტი.

ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვის: დაფქვით შვრიის ფანტელი და 1 ს.კ. შვრიის ფქვილს დაასხით ცოტაოდენი რძე, რომ გამოვიდეს ფაფის კონსისტენციის. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-1 ჩ.კ. თაფლი, მცენარეული ზეთი, პომიდვრის წვენი და ¼ ჩ.კ. მარილი. კარგად აურიეთ და წაისვით გასუფთავებულ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის: გახეხეთ 1 პომიდორი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის: 1 პომიდვრის წვენს დაამატეთ ნახევარი კვერცხის გული (ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის კვერცხის გული შეცვალეთ ცილით) და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

მატონიზირებელი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:
გახეხეთ 1 პომიდორი, დაამატეთ 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ხაჭო და 1 ს.კ. რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS