26 ოქტომბერი, 2014
კეფირის კოქტეილის დიეტა ალა პუგაჩოვასგან - 4 დღეში მინუს 6 კილოგრამი
საკუთარი მეთოდი იპოვა ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად დიეტის ტიპი: დაბალკალორიული.

შედეგი - 1-1,5-მდე კილოგრამის დაკლება დღეში.

დიეტის ხანგრძლივობა- 3-4 დღე.

რუსი მომღერლებიდან ალა პუგაჩოვა მრავალრიცხოვანი დიეტების და გახდომის რეცეპტების მცოდნეა. ათწლეულების განმავლობაში ის ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდა და ამ პერიოდში უამრავი დიეტა გამოსცადა. საბოლოოდ კი საკუთარი მეთოდი იპოვა ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად. გარდა ამისა ალა პუგაჩოვა ავტორია ე.წ. ბალახეული რეცეპტის.

ბალახეულ დიეტას პრიმდონა დღემე იყენებს სწრაფად გახდომისთვის. დიეტის დროს საჭირო არაა ეგზოტიკური ხილი და საკმაოდ ეფექტურია.
ალა პუგაჩუვას
ბალახეული რეცეპტი ძალიან მარტივია.

მთავარი ამ დიეტაში კეფირის კოქტეილია. კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ლიტრი დაბალკალორიული კეფირი, კიტრი და ნებისმიერი მწვანილი, რომელიც გიყვართ.

გთავაზობთ კოქტეილს, რომელსაც თავად ალა პუგაჩოვა აკეთებს. ნაკლებკალორიულ კეფირს უმატებს წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, კამას, ქინძს და ასევე წვრილად დაჭრილ კიტრს. ყველაფერს ერთმანეთში კარგად ურევს და დღის განმავლობაში მაშინ სვამს, როდესაც შიმშილის გრძნობა უჩნდება.

კოქტეილის დიდხანს შენახვა არ შეიძლება, ამიტომ ყოველ ჯერზე ახალი უნდა გააკეთოთ.

მომღერლის თქმით ასეთი კოქტეილი ძალიან გემრიელია, ჭამის სურვილს მალე გიკარგავს და გარდა ამისა, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

დიეტით დღეში შესაძლოა, კილონახევარი დაიკლოთ, მაგრამ არაფრით არ შეიძლება დიეტის გაგრძელება ოთხ დღეზე დიდხანს.

თუ თქვენ კეფირი გიყვართ, ეს დიეტა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, გვარწმუნებს მომღერალი.

კესო ლაღიძე

ბეჭდვა