24 ოქტომბერი, 2014
ნაწლავების გაწმენდა უგემრიელესი კანფეტით - მოამზადეთ თავად
როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სამმაგი მოქმედების უგემრიელესი კანფეტით, რომელიც გარანტირებულად გეხმარებათ 8 საათში? არ იწვევს მიჩვევას და უვნებელია.

საჭირო მასალა:

100 გ შავი ქლიავის ჩირი და 100 გ ქიშმიში ან ლეღვის ჩირი გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ 100 გ მცენარეული ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის ან კუნჟუტის), 100 გ თაფლი და 50 გ დაქუცმაცებული სენას ფოთოლი (იყიდეთ აფთიაქში).

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში - უნ
და მიიღოთ სქელი ერთგვაროვანი ნარევი. აიღეთ 1 ჩ.კ. ნარევი და გააკეთეთ ბურთულები. ბურთულები მოათავსეთ ქილაში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში, გეყოფათ დიდხანს და კარგად ინახება. მიიღეთ 1 ბურთულა (1 ჩ.კ.) ძილის წინ - მეტი არა! კურსი - 5-7 დღე.

კანფეტის ყველა კომპონენტს კიდევ ვიტამინური და ანტიპარაზიტარული მოქმედება გააჩნია.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS