თავად მომღერალი ამბობს, რომ წონაში მსოფლიოში არსებულ ყველა დიეტის უგულველყოფით დაიკლო. თამარ გვერდწითედი არასდროს ამბობს უარს მეგობრებთან ერთად გემრიელ სადილზე. უყვარს სამზარეულოში ტრიალი და როგორც მისი მეგობრები ერთხმად აღნიშნავენ, უგემრიელეს საჭმელებს ამზადებს.
სპორტისთვის მომღერალს საერთოდ არ რჩება დრო. თუმცა დაკავებული რეჟიმის მიუხედავად მომღერალმა გამონახა დრო და იოგით დაკავდა. თამარ გვერდწითელი დიდ
მაინც როგორ მოახერხა მომღერალმა წონაში დაკლება?
დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ საკვებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუმატოთ მარილი და შაქარი. დიეტა ერთი შეხედვით საერთოდ არაა რთული, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი. ვახშამზე საერთოდ უარი უნდა თქვათ. არ უნდა მიირთვათ ახლად გამომცხვარი პური, ფუნთუშები და ორცხობილა, არაა სასურველი ოსპი და ლობიო. ამ დიეტის წყალობით მომღერალმა სამ დღეში ხუთი კილო დაიკლო.
ასეთი ცხოვრების რეჟიმის წყალობით მომღერალმა ბოლო დროს 50 კილოგრამი დაიკლო.
თამარ გვერდწითელი კითხვაზე, რა არის თქვენი ცხოვრების კრედო, ამაყად პასუხობს, რომ ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად კეთილშობილ ქალბატონად დარჩეს.
კესო ლაღიძე