21 ოქტომბერი, 2014
ბაბუაწვერას "სიროფი'' - "სიცოცხლის ელექსირი" ქალბატონებისთვის
ძველად ბაბუაწვერას "სიცოცხლის ელექსირს" ეძახდნენ. ჩეხეთში და ბულგარეთში დღემდე სწამთ მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებების.

იოჰან გოეთეს დედა ყოველდღიურად უმზადებდა ბაბუაწვერას სალათს. დიდი გერმანელი პოეტი თვლიდა, რომ სწორედ ამ რეცეპტს უმადლოდა თავის შრომისუნარიანობას, რომელიც ღრმა სიბერემდე შეინარჩუნა. ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

ის ეხმარება ათეროსკლეროზის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებების დროს. ამის გარდა მას იყენებენ მოწამვლის და ინტოქსიკაციის, ღვიძლის ციროზის, კალიუმის უკმარისობის, შეშუპების და სახსრების დაავადებების დროს.

ბაბუაწვერას სასწაულმოქმედი "სიროფი'' მზადდება მარტივად:

დილას ადრე დაკრიფეთ ბაბუაწვერას ყვავილედები,
გარეცხეთ და დააცადეთ დაიწრიტოს. შემდეგ მოათავსეთ ლიტრიან ქილაში. ბაბუაწვერას ფენა (3-4 სმ) შეანაცვლეთ შაქრის ფენით (1-2 სმ). როცა ქილა აივსება ¾-ით, ფრთხილად დატკეპნეთ, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ ადგილას 7 დღით. ერთ კვირაში დადგება ქარვის ფერის არომატული სიროფი.

საკმარისია ასეთი სიროფის 1 დესერტის კოვზი, რომ გამხნევდეთ მძიმე დღის შემდეგ. შეიძლება ასევე სიროფის ჩაიში დამატება.

ბაბუაწვერა არ არის რეკომენდებული ნაღვლმდენი გზების დაცობის დროს; სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ გასტრიტის და წყლულოვანი დაავადებების დროს. კენჭოვანი დაავადებებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS