18 ოქტომბერი, 2014
7 გზა - როგორ მოვიშოროთ ღაბაბი
ღაბაბი ქალის გარეგნობას მეტად უსიამოვნო იერს სძენს. ყელი ყველაზე ად-რე გასცემს ქალის ასაკს, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თუ ღაბაბის საშიშროება გემუქრებათ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

მომცრო ზომის ღაბაბის მოშორება რამდენიმე მარტივი ვარჯიშით შეიძლება. მთავარია, ეს ვარჯიშები ყოველდღე მონდომებით გააკეთოთ და ნახავთ, რა მალე მიაღწევთ შედეგს.

1. თავი მაღლა ასწიეთ ისე, რომ ყელის კანი კარგად დაიჭიმოს, წინ წამოსწიეთ ქვედა ყბა და პირი რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ.

2. თავი გადასწიეთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ისე, რომ ყურით
მხარს შეე-ხოთ (ამ დროს მხარი არ უნდა ასწიოთ). ვარჯიში გაიმეორეთ რამდენჯერმე.

3. ყოველ დილით პირსახოცი დაასველეთ მარილიან წყალში, კარგად გაწურეთ და წრიული დარტყმითი მოძრაობებით ღაბაბზე მასაჟი გაიკეთეთ.

4. პროფილაქტიკის მიზნით ძილის წინ ღაბაბზე კრემი წაისვით და ელასტიკური ბინტით აიხვიეთ.

5. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა უბალიშოდ ძილი.

6. დიდი ღაბაბის შემთხვევაში მიმართეთ კოსმეტოლოგს.

7. ძალიან დიდი ღაბაბის შემთხვევაში პრობლემას ლიპოსაქციის გზით აგვარე-ბენ. ცხიმის ამოტუმბვის შედეგად დარჩენილ ზედმეტ კანს ჭრიან, რის შემდეგაც ნიკაპქვეშ ოდნავ შესამჩნევი ნაწიბური რჩება. ამ ოპერაციის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ცხადია, სამედიცინო და კოსმეტიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS