17 ოქტომბერი, 2014
დიეტა ასაკის მიხედვით - 25 წლამდე და 35 წლის ზევით...
როგორც ვიკვებებით, ისე გამოვიყურებით – ეს ჭეშმარიტება და ცხოვრების კანონია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური კვებითი ნივთიერებები სჭირდება.

25 წლამდე

რა ხდება 25 წლამდე? ფიზიკური შესაძლებლობების მხრივ ამ ასაკში ორგანიზმი მაქსიმუმს აღწევს და ზედმეტი კილოგრამები ნაკლებად გროვდება. თუ მაინც მოიმატეთ წონაში, ძალიან მარტივად შეიძლება დაკლება კალორიების შეზღუდვით.

როგორ ვიკვებოთ

დილით ჭამის სურვილმა რომ არ გამოგვაღვიძოს, ამისათვის საღამოს, ძილის წინ, ვაშლი ან თბილი თაფლიანი რძე უნდა მივირთვათ. ჭამის სურვილის დათრგუნვას ხელს უწყობს
ყოველ 1-1,5 სთ-ში შემთბარი, გაზგასული მინერალური წყლის დალევა. ასეთი სახით მიღებული მინერალური წყალი აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას, ტუტე რეაქცია ანეიტრალებს მარილ-მჟავას და შიმშილის გრძნობა ითრგუნება.

მადის მოთოკვაში დაგვეხმარება წერტილოვანი მასაჟიც. საჩვენებელი და ცერა თითებით ერთდროულად ორივე ყურის ბიბილო უნდა დავიზილოთ. ამ არეში არსებობს ზონა, რომელიც მასაჟის შედეგად შიმშილის გრძნობას აქვეითებს. თუ ჭარბი წონის პრობლემა დგას, მაშინ ვახშამი დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ. არ უნდა ვეცადოთ, ხშირად მივირთვათ ტკბილეული და ასე დავთრგუნოთ მადა.

26-დან 35 წლამდე

თუ გვსურს, ამ ასაკში წონის მატება თავიდან ავიცილოთ და ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა ვსვათ ვიტამინები, რომლებშიც შედის როგორც მიკრო, ისე მაკროელემენტები. მათი მარაგი განსაკუთრებით ილევა ორსულობის, სტრიების გადატანის შედეგად, ასევე ვეგეტარიანელობისას.

როგორ ვიკვებოთ

იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამებისგან გავთავისუფლდეთ, კვირაში 1-2-ჯერ განტვირთვის დღეები უნდა მოვაწყოთ.

ვაშლის დღე
- სასურველია დღე-ღამის განმავლობაში მივირთვათ 1-1,5 კგ. ვაშლი. მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს, ცხიმებს ანეიტრალებს და ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე შეგვიძლია მივირთვათ ახალგამოწურული ვაშლის წვენიც და მისი კომპოტიც.

ფორთოხლის დღე -
ფორთოხალი შეიცავს ჩ ვიტამინს, რომელიც თრგუნავს შიმშილს. ფორთოხალი ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ცხიმოვან მჟავებს.
სასურველია, განტვირთვის დღეებში 1-1,5 კგ ფორთოხალი მიირთვათ. თუ ფორთოხლის წვენს გრეიპფრუტის წვენსაც შევურევთ, ასეთი კოქტეილი ცხიმების დაშლასა და მადის დათრგუნვაში დაგეხმარებათ.

35 წლის ზევით

35 წლიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება და ჭარბი წონის დაგროვების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ქსოვილები კარგავს ელასტიკურობას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და კანი ნაოჭებით იფარება.

როგორ ვიკვებოთ

ამ ასაკში მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების ჭამას, რომლებიც შეიცავს გლუკოზას, მაგალითად, ცომეულს, ტკბილეულს. ასევე უნდა შევზღუდოთ ცხვრის, ღორის ხორცის ჭამა, კარაქი, არაჟანი, თეთრი პური და ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ნაწარმი. ცხიმიანი და კალორიული საკვები ჩავანაცვლოთ მცენარეულით - ხილი, ბოსტნეული, ასევე მივირთვათ თევზი და ფრინველის ხორცი.

დღეში მინიმუმ ორი ლიტრი სითხე უნდა დავლიოთ. უპირატესობა მივანიჭოთ მინერალურ წყალსა და ახალგამოწურულ წვენებს, ასევე – მწვანე ჩაის.

ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში ასევე დაგვეხმარება პიტნის ჩაი. თუ ყოველდღიურად 1-3%-იან მოცვის იოგურტს მიირთმევთ, ეს დაბერების პროცესის შენელებას უწყობს ხელს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS