03 ოქტომბერი, 2014
ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის 4 უნიკალური მეთოდი (+ წონაში კლება)
ადამიანის ჯანმრთელ ორგანიზმს გააჩნია უნარი შეითვისოს საკვებსა და წყლისგან მიღებული მარილები, ზედმეტი კი გამოიყვანოს. მაგრამ თუ ორგანიზმში დარღვეულია მარილოვანი ცვლა, მძიმე მარილები იწყებენ დაგროვებას მათთვის მოხერხებულ ადგილებში, რის შემდეგაც ჩნდება სხვადასხვა დაავადებებს, როგორიცაა ოსტეოქონდროზი და სახსრების სხვა დაავადებები.

1. გაწმენდა ბრინჯით

ძილის წინ 3 ს.კ. ბრინჯს დაასხით 1 ლ წყალი. დილით წყალი გადაასხით, დაასხით ახალი წყალი და დადგით მოსახარშად. ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით ახალი წყალი და ისევ ხარშეთ 5 წუთი. ასე გაიმეორეთ
კიდევ 2-ჯერ. ოთხი ხარშვის შემდეგ მიირთვით ბრინჯი თბილ მდგომარეობაში და 3 საათი არაფერი არ ჭამოთ. ამის შემდეგ იკვებებით ჩვეულებრივად. აუცილებელია თქვენს რაციონში ჩართოთ ჩირი. გაწმენდის კურსი - 10 დღე.

2. გაწმენდა კეფირით და წიწიბურით

ორგანიზმიდან მარილების გამოყვანის ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია ფინეთში. ძილის წინ 2 ს.კ. დაფქულ წიწიბურას დაასხით 1 ჭიქა კეფირი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით მიიღეთ საუზმის მაგივრად. დანარჩენი დღე იკვებოთ ჩვეულებისამებრ. ასეთი დიეტის სულ რაღაც 5 დღე მნიშვნელოვნად შეამცირებს "მარილოვან" მარაგს და გარდა ამისა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

3. გაწმენდა ჩინური კვერით

ჩინური ხალხური მედიცინის პრაქტიკაში არსებობს ფიზიოთერაპიის ისეთი ეფექტური მეთოდი, როგირიცაა ფეხისგულებზე თიხის კვერების დადება. აურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. თიხა და 1 ს.კ. (თანაბარი რაოდენობის) დაფქული ბალახების ნაკრები: გვირილა, ასფურცელა და აბზინდა (полынь). დაამატეთ ცოტა წყალი, რომ მიიღოთ სქელი მასა და გააკეთეთ კვერები. დაიდეთ ფეხისგულების შუა ნაწილში, სადაც გადის 60 აქტიური წერტილი, და დაამაგრეთ სახვევით. კვერები უნდა გაიჩეროთ არა ნაკლებ 1 საათი. ეს პროცედურა დაგეხმარებათ ასევე ფეხების შეშუპების და სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს.

4. გაწმენდა ხილის "ცოცხით"

ორგანიზმიდან მარილების გაწმენდაში დაგეხმარებათ ციტრუსის კოქტეილი - 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი + ½ ჭიქა ლიმონის წვენი. ასეთი კოქტეილი უნდა დალიოთ ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ეკა
ბრინჯით გაწმენდა მარილებისგან როგორი სიხშირით შეგვიძლია გავიმეოროთ
22:54 / 11-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
გამარჯობა რომელი კეფირი კონკრეტულად
16:50 / 01-09-2017
გამოხმაურება / 1 /
ხატია
სოფლის ნობათის
23:10 / 30-07-2019
ლია
მზევინარ---ბრინჯის მიღების დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ მოხარშული კარტოფილი, ხილი ან ჩირი, ან წამალი ,,კალიი არარატ,, რაც ეხმარება გულის კუნთს, ბრინჯმა ორგანიზმიდან გამოდენა კალიუმი ,ამიტომაც შეგაწუხათ გულმა.
13:39 / 20-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თათა
ბრინჯი მივიღე, არ ვიცი, რა გაწმინდა, ისევ მაწუხებს მარილები.
11:57 / 10-03-2016
გამოხმაურება / 0 /
mzevinari
ვჯამე ბრინჯი და მარილებისგან მარტლა გამწმინდა მაგრამ გულიც მეტკინა
11:34 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS