01 ოქტომბერი, 2014
სასწაულმოქმედი ნაყენი, რომელიც ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ
ეს უნიკალური ნაყენი ნამდვილად გამორჩეულია, რადგან უცხოურ საიტებსა თუ ფორუმებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

გარდა იმისა, რომ სახის კანის სტრუქტურას საოცრად ცვლის და ეფექტი მზარდია, საკმაოდ მარტივად მოსამზადებელია და   რაც მთავარია, სელის ყიდვა სულაც არ არის დიდ თანხებთან დამოკიდებული.

ისინი ვინც ნაყენი გამოსცადა, წერენ, რომ რამდენიმე დღეში საკუთარ მეუღლესაც გაუჭირდათ მათი ცნობა და ჯიუტად უმტკიცებდნენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. 

მთავარია არ დაგეზაროთ და ქალბატონებმა პირველ რიგში საკუთარ თავს სცეთ პატივი და ამ ჯადოსნური ნაყენით თქვენი
სახის კანი გაანებივროთ.

მომზადება:

1 ჩ. კ. სელის თესლს დაასხით 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი და რამდენიმე წუთი შეანჯღრიეთ. შემდეგ დააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დადგით დასაყენებლად საღამომდე. საღამოს ბამბის ტამპონით წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. როცა პირველი ფენა გაშრება, ისევ წაისვით კანზე. ასე გაიმეორეთ 5-ჯერ.

ეცადეთ პროცედურის დროს არ ილაპარაკოთ და არ გაიცინოთ, იდეალურია თუ მშვიდად იწვებით. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და წაისვით ღამის კრემი.

მოუწყეთ თქვენ თავს სახის და ყელის დაჭიმვის სრული კურსი, რომელიც შედგება 12-15 პროცედურისგან, და ნამდვილად ვერ იცნობთ საკუთარ თავს.

სელის თელის შეძენა მწვანე და ჩვეულებრივ აფთიაქშიც შეგიძლიათ. 15 პროცედურის დამთავრების შემდეგ მინიმუმ სამი თვე შეისვენეთ და სურვილის შემთხვევაში გაიმეორეთ.

კესო ლაღიძე
ბეჭდვა