29 სექტემბერი, 2014
რისგან დაგიცავთ დღეში ერთი ბანანის მირთმევა
კალიუმით მდიდარი ხილის გამოყენება ამცირებს არტერიული წნევის დონეს. ერთი ბანანი საშუალოდ შეიცავს 500 მგ კალიუმს. ეს ხელს უწყობს წნევის დაწევას და ორგანიზმში სითხის ბალანსის რეგულირებას.

საუზმის, სადილის და ვახშმის დროს ერთი ბანანის მიღებით, თქვენ უზრუნველყოფთ კალიუმის საკმარის რაოდენობას და შეამცირებთ ტვინში ტრომბის გაჩენის რისკს 21 %-ით.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოხალისეებს, რომლებიც იყენებდნენ კალიუმის საკმარის რაოდენობას, ინსულტის მიღების რისკი 24 %-ზე დაბალი აქვთ.

გამოკვლევების ავტორებმა გაანალიზეს 128 000 მეტი პაციენტთა მონაცემები, რომლებიც 33 წელს აღემატებოდნენ, და
დარწმუნდნენ, რომ კალიუმით მდიდარი საკვების გამოყენებას, მაგალითად ბანანის, გააჩნია პოტენციური სარგებელი ჯანმრთელობისთვის. ამის გარდა, გამოკვლევამ, აჩვენა, რომ რაციონში კალიუმით მდიდარი ასეთი პროდუქტების ჩართვა როგორიც არის ისპანახი, ნიგოზი, თხილი, რძე, თევზი და ოსპი, შეიძლება თავიდან ააცილოს ინსულტი.

შეგახსენებთ, რომ როგორი სასარგებლოც არ უნდა იყოს პროდუქტში შემავალი ვიტამინები ან მიკროელემენტები, გადაჭარბებულ მიღებას მხოლოდ ზიანი მოაქვს. ეს ეხება კალიუმსაც, რომლის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა, გაღიზიანება, გულის რევის შეგრძნება.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დათიკო48
მადლობთ კესო ამ სტატიისთვის,ადრეც მქონდა წაკითხული,რომ სანამ ბანანს შეჭამ უნდა გარეცხო,რადგან კანზე აქვს ბევრი მტვერი,მითუმეტეს თუ უნდა მისცე ბავშვს.
06:44 / 05-03-2017
გამოხმაურება / 0 /
tinatini
სპორტით დაკავებული ახალგაზრდობა შეგნებულად მირთმევს ბევრ ბანანს, ეს იგივე შედეგს აძლევთ რაც კუნთის გამალიერებელი პრეპარატები მაგ: ამინომჟავა, კრეატინი და ა.შ. ვფიქრობ ბუნებრივი დანამატია და არა ქიმიური მედიკამენტი, შედეგიც ბევრი ვიცი და ვფიქრობ ამართლებს, ვცდები?
09:32 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS