22 სექტემბერი, 2014
კომშის სასარგებლო თვისებები - ნიღბები და სამკურნალო რეცეპტები
კომში მდიდარია В1, В2, Е, РР, С ვიტამინებით, პექტინით, ფრუქტოზით, მიკროელემენტებით. მას გააჩნია ანტისეპტიკური, სისხლდენის შესაჩერებელი, ღებინების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.

კომშის ჯანმრთელობის და სილამაზის რეცეპტები:

ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს - 2 სადილის კოვზ კომშის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზი, ჭამამდე.

ასთმის
დროს
- 1 სადილის კოვზ კომშის კურკას (თავისი ბუდიანად) დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღეში სამჯერ, 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ.

თუ ხველამ შეგაწუხათ - სადილის კოვზ კომშის კურკას დაასხით 100 გრამი ადუღებული წყალი, ნელ ცეცხლზე შედგით და ათი წუთი ადუღეთ. შემდეგ, გააგრილეთ და სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 20 წუთით ადრე.

ღრძილებიდან სისხლდენის დროს - 1 ჩ.კ. კომშის ხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დუღილიდან 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ და გამოიყენეთ როგორც გამოსავლები საშუალება.

ლოსიონი დანაოჭებული კანისთვის
- 1 ჭიქა ანადუღარ წყალს დაუმატეთ 1 ს.კ. კომშის წვენი და 1 ჩ.კ. ხარისხიანი ოდეკოლონი, კარგად აურიეთ და გამოიყენეთ სახის კანის გასაწმენდათ.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი - 2 ს.კ. გახეხილი კომში (პიურე), 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი აურიეთ ერთმანეთში და 15 წუთით დაიდეთ სახეზე და ყელზე. მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და გადაივლეთ ცივი წყალი.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - 2 ს.კ. კომშის პიურე, 1 კვერცხის ცილა, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. ნაღები აურიეთ ერთმანეთში და 15 წუთით დაიდეთ სახეზე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

გამელოტების, თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ
- 1 ს.კ. კომშის კურკას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, გააციეთ, გაწურეთ და დაამატეთ იმ რაოდენობის ანადუღარი წყალი რაც დააშრა დუღილის დროს. ნახარში შეიზილეთ თავის კანში დღეში ერთხელ. არ ჩამოიბანოთ.

კესო ლაღიძე






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ცისანა
პროტრომბინის სამკურნალოდ გამხმარი პოტოლია საწირო ტუ ნედლი ახალი დაკრეპილი?
22:56 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS