21 სექტემბერი, 2014
საკვები თვალებისთვის - მხედველობის მკურნალობა ხალხური მეთოდებით
დაიმახსოვრეთ: თვალის თამაში მეტყველებს B6 ვიტამინის ნაკლებობაზე, ხოლო თვალიბის წვა B2 ვიტამინის ნაკლებობის მიზეზია.

უპირველეს ყოვლისა თვალებს სჭირდებათ ვიტამინები A, C, B ჯგუფის და კალიუმი, რომლებიც უზრუნველყოფენ მხედველობას.

A ვიტამინის მაქსიმალური რაოდენობაა ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, ბულგარულ წიწაკაში, გარგარში, ატამში. A ვიტამინი პასუხისგებელია თვალის ბადისებრი გარსის კვებაზე, რაც საშუალებას აძლევს გააძლიეროს მხედველობა, განსაკუთრებით სიბნელეში.

მიირთვით მეტი მოცვი (ახალი ან გაყინული), რომელიც მდიდარია С ვიტამინით და ეხმარება თვალის კუნთებს ტონუსის ყოფნაში.

B ჯგუფის ვიტამინები,
რომლებიც დიდი რაოდენობითაა ხორცში, თევზში და ბურღულეულში, პასუხისმგებლები არიან ნერვული უჯრედების კვებაზე, სისხლმომარაგებაზე და ჟანგბადის გამტარიანობაზე.

კალიუმი, რომელსაც ვიღებთ ხორციდან, რძიდან და ჩირიდან, აფერხებს სიბერეს და ებრძვის თვალის სისუსტეს.

მხედველობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ჭინჭარიც. 1 ს.კ. ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 3-ჯერ დღეში 1 თვის მანძილზე.

თვალის სისხლძარღვების გასაძლიერებლად სასარგებლოა ასკილის, კუნელის და მოცვის ნახარშები. ამის გარდა, თუ დილაობით უზმოზე დალევთ სტაფილოს წვენს, უკვე ერთ თვეში თქვენი მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

კესო ლაღიძე


ბეჭდვა