უპირველეს ყოვლისა თვალებს სჭირდებათ ვიტამინები A, C, B ჯგუფის და კალიუმი, რომლებიც უზრუნველყოფენ მხედველობას.
A ვიტამინის მაქსიმალური რაოდენობაა ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, ბულგარულ წიწაკაში, გარგარში, ატამში. A ვიტამინი პასუხისგებელია თვალის ბადისებრი გარსის კვებაზე, რაც საშუალებას აძლევს გააძლიეროს მხედველობა, განსაკუთრებით სიბნელეში.
მიირთვით მეტი მოცვი (ახალი ან გაყინული), რომელიც მდიდარია С ვიტამინით და ეხმარება თვალის კუნთებს ტონუსის ყოფნაში.
B ჯგუფის ვიტამინები,
კალიუმი, რომელსაც ვიღებთ ხორციდან, რძიდან და ჩირიდან, აფერხებს სიბერეს და ებრძვის თვალის სისუსტეს.
მხედველობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ჭინჭარიც. 1 ს.კ. ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 3-ჯერ დღეში 1 თვის მანძილზე.
თვალის სისხლძარღვების გასაძლიერებლად სასარგებლოა ასკილის, კუნელის და მოცვის ნახარშები. ამის გარდა, თუ დილაობით უზმოზე დალევთ სტაფილოს წვენს, უკვე ერთ თვეში თქვენი მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
კესო ლაღიძე