21 სექტემბერი, 2014
24 საათიანი დიეტა სავსე მთვარის დროს - მინუს 4 კილოგრამი
დრო - 24 საათი. ეს დიეტა სავსე მთვარის წინა დღეს, ვახშმის შემდეგ იწყება და 24 საათს გრძელდება. მენიუში რჩება მხოლოდ სითხე.

გაქვთ არჩევანი. შეგიძლიათ დალიოთ უბრალო წყალი (მინერალური, წყაროსი, ანადუღარი), ასევე დასაშვებია ახალგამოწურული წვენები, რომლებსაც წყლის მსგავსად შარდმდენი ეფექტი აქვს.

წვენი ხილიდან და ბოსტნეულიდან სეზონის შესატყვისად გამოწურეთ. ხილის წვენის უპირატესობა ისაა, რომ ორგანიზზმს ბუნებრივი შაქრებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს.

არც ის არის ცუდი, თუ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ უბრალო წყალს დალევთ. ის უამრავ მკვებავ ნივთიერებას
შეიცავს.

გარდა ამისა, თქვენს ორგანიზმში არსებული ცხიმი ენერგეტიკულ ბალანსს შეგინარჩუნებთ.

შედეგი: წონაში დაიკლებთ 2 კილოგრამიდან 4 კილოგრამამდე. ორგანიზმი გასუფთავდება და შეშუპებაც გაქრება.

სრული კურსი მოიცავს ექვს დღეს:


შიმშილობამდე სამი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ (სულ 6 დღე, შიმშილობის დღეც შედის) ბოსტნეულით სამკურნალო კვების კურსი ჩაიტარეთ. პირველ დღეს მხოლოდ უმი და მოხარშული ბოსტნეული ჭამეთ.

მომდევნო ორი დღე და ასევე შიმშილობის დღის შემდგომი ორი დღე მხოლოდ ანანასითა და სოკოთი იკვებეთ (დღეში ოთხჯერ უნდა ჭამოთ). ანანასს შარდმდენი ეფექტი აქვს და ნაწლავების მიერ ცხიმების ათვისებას აბრკოლებს. სოკო მოხარშეთ, სანელებლებითა და არარაფინირებული ზეითუნის ზეთის მცირე რაოდენობით შეკაზმული მიირთვით. სოკო დაბალკალორიულია, მხოლოდ ცილის კალორიებისგან შედგება, რაც შესანიშნავად კვებავს კუნთებს.

გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა ექვს დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, შიმშილის დღის ჩათვლით. შეგიძლიათ სამ დღემდე შეამციროთ. მაგალითად, ერთი დღე უმი და მოხარშული ბოსტნეული ჭამეთ, მეორე დღეს იშიმშილეთ, მესამე დღეს ანანასისა და სოკოს დიეტა დაიცავით.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მიუწვდომელი
ხალხნო რა სისულელეებს წერტ ეს დიეტა კიარა ეგრევე ხელისმოწერაა სასაფლაოს ქვაზე
00:46 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS