18 სექტემბერი, 2014
რა უნდა მიირთვათ ძილის წინ რომ ჯანმრთელები იყოთ...
ნიგოზი, თხილი, ნუში, მიწის თხილი - ისინი შეიცავენ "სასარგებლო ცხიმებს" და არგინინს, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და ხელს უწყობს წონაში კლებას. აქედან გამომდინარე, ასეთი საკვებით შეგიძლიათ მრავალფეროვანი გახადოთ ღამის რაციონი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით.

ვაშლი
- მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი შეიცავს საკმაოდ ბევრ შაქარს, მისი მთავარი ღირსებაა სწრაფად მონელება. ამიტომ, მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში შეგიძლიათ უპრობლემოდ წახვიდეთ დასაძინებლად ცარიელი კუჭით და არ შეგეშინდეთ წონაში მატების.

ფორთოხალი, გრეიფრუტი, ანანასი, კივი -
ფორთოხალი და გრეიფრუტი, ხელს უწყობს ღამის გახდომას, ვინაიდან შეიცავს უამრავ გახდომისთვის სასარგებლო მჟავებს და ვიტამინებს, ასევე უჯრედისს, რომელიც წმენდს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.

რეკომენდებულია ხილის ჭამა არა უშუალოდ ძილის წინ, არამედ ნახევარი საათით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ ინსულინის მატება.

ხაჭო -
განსაკუთრებით უცხიმო, ყველაზე წარმატებულ პროდუქტად ითვლება, რომელიც შეიძლება მიიღოთ ძილის წინ. ხაჭო შეიცავს ბევრ სასარგებლო ცილას და ცოტა ცხიმებს და ნახშირწყლებს. ყველაზე სასარგებლოა ხაჭოს ცალკე მიღება. თუ ხაჭო მშრალია, განსაკუთრებით ეს ახასიათებს უცხიმო ხაჭოს, შეგიძლიათ გააზავოთ კეფირით ან ანადუღარი წყლით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS