17 სექტემბერი, 2014
ქაცვის ზეთის გამაახალგაზრდავებელი ნიღბები სახის კანისა და თმისთვის
ქაცვის ზეთი სახის მოვლისთვის

დამატენიანებელი ნიღაბი:

- 1ჩ.კ. ქაცვის წვენი, 1ჩ.კ. ქაცვის ზეთი და 1 კვერცხის გული კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე რამდენიმე ფენად 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს ცივით.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი:

- შეურიეთ ერთმანეთს  0.5 ჩ.კ. ქაცვის ზეთი, 1ჩ.კ. თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე 15 წუთით და შემდეგ დაიბანეთზემოთ აღნიშნული წესით.

გამამკვრივებელი ნიღაბი:

- აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი და 0.5 ს.კ. ყვითელი კოსმეტიკური თიხა. მიღებული მასა წაისვით სახეზე
15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ქაცვის ზეთი თმის მოვლისთვის

- თუ თმა დაზიანებულია ხშირი გაღიავებით ან ქიმიური დახვევით, ფოლიკულების აღსადგენად დაბანამდე 1,5-2 საათით ადრე შეიზილეთ თავის კანში ქაცვის ზეთი. ამის გარდა ეს პროცედურა სასარგებლოა თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც.

- ქერტლის მოსაშორებლად 1 ს.კ. ქაცვის ზეთს დაუმატეთ 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით თავის კანში, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ. მკურნალობის კურსი - კვირაში 2-ჯერ 2 თვის განმავლობაში.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS