16 სექტემბერი, 2014
როგორ გავიზარდოთ მკერდი ოპერაციის გარეშე
შეუძლიათ თუ არა, პროდუქტებს მკერდის ზომა შეცვალონ? თანამედროვე მედიცინა ამ კითხვას დადებითად პასუხობს - დიახ, შესაძლებელია, მკერდი ოპერაციების გარეშე გაიდიდოთ.

პატარა მკერდი თუ გაქვთ, ამის მთვარი მიზეზი ჰორმონ ესტროგენის ნაკლებობაა. ქალის სხეულის ფორმებს სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს.

გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც მკერდის ფორმებს საგრძნობლად შეგიცვლით.

მიირთვით კამა. ამ მცენარემ უკვე დიდი ხანია, დაიმკვიდრა ქალისთვის ესტროგენის მიმწოდებლის სახელი. კამა მეძუძური დედის ჩაის რაციონში ხშირად შეაქვთ.

დალიეთ ნატურალური ლუდი. უკვე დიდი ხანია, მიჩნეულია, რომ ლუდი მკერდის ზომას ცვლის.
სასურველია, ახლად მოდუღებული ლუდი თვეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში დალიოთ.

საკვებ რაციონში შეიტანეთ სოიო და ბარდა, ეს მარცვლეული ყველასთვის ხელმისაწვდომია და საკმაოდ გემრიელია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და სასურველ შედეგს დაელოდოთ.

ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს შვრია, ყავისფერი ბრინჯი და ქერი. ამ პროდუქტებით მკერდის გადიდებასთან ერთად კუჭ-ნაწლავს გაიწმენდთ და წელის ზომასაც დაიპატარავებთ.

მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. მათი დიდი რაოდენობით მიღება ქალის ორგანიზმში ჰორმონულ ბალანს დაიცავს და არ მისცემს ტესტოსტერონს - მამაკაცური ჰორმონს, მომატების საშუალებას.

მკერდის ოპერაციების გარეშე გაზრდა შესაძლებელია, ჯანსაღი ცხიმების რეგულარურად მიღებით. სელის ზეთი, ზეთისხილი, ავოკადო, სეზამის თესლი. ასევე კარგია მცენარეული ზეთები. დიდი რაოდენობით ჯანსაღ ცხიმს შეიცავს ზღვის თევზიც.

მოგეხსენებათ, რომ ქალის მკერდს ლამაზ ფორმას აძლევს ცხიმოვანი ქსოვილი. შეგიძლიათ, ცხიმები ძალიან კალორიული საკვებით მოიმატოთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ მკერდთან ერთად გაიზრდება წელის და თეძოების ზომებიც. გასახდომად კი ბევრი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. გთავაზობთ მაღალკალორიული პროდუქტების სიას და თავად გადაწყვიტეთ, მიირთვათ თუ არა.

თეთრი პური

ბანანი

თაფლი

რძე

ამ პროდუქტებზე სამუდამოდ უარის თქმა იმის შიშით, რომ წონაში მოიმატებთ, არ ღირს

ხანდახან მიირთვით, რადგან ძალიან სასარგებლოა


კესო ლაღიძე

ბეჭდვა