16 სექტემბერი, 2014
რატომაა მავნე ხსნადი ყავა - უძილობა, გულძმარვა, პოტენციის დაქვეითება
დაძაბული სამუშაო დღის განმავლობაში ზოგჯერ შეუძლებელია ნატურალური ყავის მოსამზადებლად დროის გამონახვა, ამიტომ კაცობრიობამ ხსნადი ყავა გამოიგონა.

ყავის მარცვლებს ხალავენ და აქუცმაცებენ, შემდეგ კი ორი მეთოდით ამზადებენ ხსნად ყავას:

1. დაქუცმაცებულ ყავას ოთხი საათის განმავლობაში ხარშავენ, ანუ სანამ წყალი მთლიანად არ გამოაცალკევებს ყველა ნივთიერებას, შემდეგ ატარებენ ფილტრში და ხდიან.

2. აშრობენ ვაკუუმში და იღებენ ყავის გრანულებს, სულ ეს არის - არომატული ყავა მშრალი სახით მზადაა.

ყავა და ორგანიზმი


ხსნადი ყავა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ათეროსკლეროზი, თიკრმლებისა და
გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტონია, გლაუკომა, ასევე ჰიპერაღგზნებადობა და უძილობა აწუხებს.

ხსნადმა ყავამ, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, გულძმარვა, მამაკაცური პოტენციის დაქვეითება.

ყავა - ნარკოტიკი


ყავა, უპირველეს ყოვლისა, კოფეინთან ასოცირდება, კოფეინი კი ნივთიერებაა, რომელიც მიჩვევას იწვევს.
ხსნადი ყავა 50%-ით მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ნატურალური.
ყავაზე უარის თქმამ შეიძლება ყავის `ლომკა~ გამოიწვიოს, რაც გამოიხატება მოთენთილობით, თავის ტკივილით, გაღიზიანებითა და გულისრევის შეგრძნებით. თუ ყავაზე უარის თქმას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ნელ-ნელა, თანდათანობით შეამციროთ დოზა და პერიოდულობა.

ყავა - შხამი

ხსნად ყავაში ნატურალური ყავის ნივთიერებების მხოლოდ 15%-ია. დანარჩენი გახლავთ მინარევები, რომლებსაც ხსნადი ყავის თვითღირებულების გასაიაფებლად იყენებენ. ხსნად ყავას ხშირად უმატებენ ქერს, შვრიას, მარცვლოვან კულტურებს, დაფქულ რკოს, რა თქმა უნდა, ყავის ჩენჩოს, სტაბილიზატორებსა და ხელოვნურ კოფეინს, ასევე იყენებენ სპეციალურ არომატიზატორებს, რითაც დამუშავების პერიოდში დაკარგულ არომატს უბრუნებენ.

ყველა ეს დანამატი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, მათ ჭარბად მიღებას კი ტოქსიკური ეფექტი აქვს და სერიოზულად ვნებს ჯანმრთელობას - აფერხებს გულის, ღვიძლისა და კუჭის მუშაობას.

მნიშვნელოვანია

შეძლოთ დანამატებიანი ყავის გარჩევა. ამისთვის საკმარისია, უკვე მომზადებულ ხსნად ყავაში ორი წვეთი იოდი ჩააწვეთოთ, თუ ყავა გალურჯდა, ესე იგი თქვენ წინაშე მინარევებიანი პროდუქტია.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
საბა მამისაშვილი
იოდს რომ ჩაყრი რა არ გალურჯდება მითხარით?????
11:57 / 12-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS